Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში სახალხო დღესასწაული–'ტყიბულქალაქობა' აღინიშნა

თარიღი : 6-11-2016, 12:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული - "ტყიბულქალაქობა-2016" აღინიშნა.

დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, თერჯოლა-ტყიბულის ახლადარჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, საკრებულოს თვმჯდომარე თამაზ კუბლშვილი, ტყიბული თერჯოლის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები დაესწნენ.
http://www.picz.ge/img/s2/1611/6/4/400d60bb3a28.jpg
http://www.picz.ge/img/s1/1611/6/5/509ae677f710.jpg
http://www.picz.ge/img/s1/1611/6/a/a3bc93b05899.jpg
დღესასწაული დილიდან ახობაძის ქუჩაზე რეაბილიტირებული სკვერის გახსნით დაიწყო, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ, აღსაზრდელთა მონაწილეობით პატარებისათვსი კონცერტი მოაწყო. განახლებულ სკვერში, ასევე დაირგო ხე-მცენარეები.

სახალხო ღონისძიება მუნიციპალიტეტის თეატრთან გაგრძელდა, სადაც სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხეელოვნების სკოლის მოსწავლეთა მიერ, შესრულებული კლასისკური მუსიკის ფონზე.
http://www.picz.ge/img/s4/1611/6/9/932d1457fb12.jpg
http://www.picz.ge/img/s1/1611/6/6/6abafdba7e40.jpg
სახალხო დღესასწაულში ქალაქთან ერთად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიც აქტიურად ჩერთნენ და ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული ოკრიბა დამახასიათებელი ფოლკლორითა და სამზარეულოთი წარმოადგინეს.
http://www.picz.ge/img/s3/1611/6/b/bdea0370d0ee.jpg
http://www.picz.ge/img/s1/1611/6/b/b9836987e770.jpg
მოგვიანებით სპორტის-სასახლეში ყველასთვის საყვარელი ანსამბლის, ,,ივერიის" კონცერტი გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სცენიდან მიესალმა და დღესასწაული მუულოცეს, იმერეთის მხარის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და თერჯილა-ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ.

კონცერტის ფინალურ ეტაპზე, საზეიმო ვითარებაში, ასევე დასახელდნენ ტყიბულის საპატიო მოქალაქეები. მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით წოდება ,,ტყიბულის საპატიო მოქალაქე" მიენიჭათ - ლეო ჯიშიაშვილს, შოთა ჯინჯიხაძეს, უჩა დალაქიშვილს, რამაზ ობოლაძეს, ირაკლი ცირეკიძეს, თამაზ დვალს და ბადრი არაბიძეს. ტყიბულის საპატიო მოქალაქეები მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ დააჯილდოვა.

NS


ნანახია: 1817-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულში ტრადიციული სახალხო დღესასწაული-'ტყიბულქალაქობა' აღინიშნება.
,,ჭიათურობის“ დღესასწაულს საფუძველი 1988 წელს ჩაეყარა.
Topnews.com.ge ღონისსძიებასთან დაკავშირებულ პროგრამას გთავაზობთ.
ქუთაისში, 'გვირილობის' დღესასწაული სახალხო ზეიმით აღინიშნა.
„ვანელობის“ სახალხო დღესასწაული, რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად 2 ივნისს აღინიშნება.

ამინდი