Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ოცნების" დროშებიანი ქუთაისელი ლამაზმანები და ჩხუბით დასრულებული სილამაზის კონკურსი

თარიღი : 24-11-2013, 22:26 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში "მის ქუთაისის" შესარჩევი კონკურსი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით გაიხსნა, ხოლო კონკურსის მონაწილეები სცენაზე "ქართული ოცნების" დროშებითა და მაისურებით გამოვიდნენ.
სილამაზის კონკურსი იმ სიმღერით გაიხსნა (ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ბოლო იმედი არ არის წასული, მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ, ეს ოცნებაა ქართული), რომელიც თავისუფლების მოედანზე, გასული წლის 27 მაისის აქციაზე ბერა და ბიძინა ივანიშვილებმა ერთად იმღერეს.
გარდა ამისა, სცენაზე "ქართული ოცნების" დროშებითა და მაისურებით გამოყვანილმა კონკურსანტებმა მაყურებლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მათ თეატრის შენობა დატოვეს.
"უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ქუთაისში. ბიძინას ხმით და "ქართული ოცნების" მაისურებით ვირჩევთ ქალაქის ახალ სახეს. მე და რამდენიმე ადამიანმა დარბაზი დავტოვეთ. სხვების არ ვიცი ", - ამბობს რადიო" რიონის "მუსიკალური წამყვანი ლევან ქემოკლიძე.
კონკურსის დასრულებისას კი ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული მონაწილე წამყვანმა და ორგანიზატორმა დაიწუნა. 'წამყვანმა და ორგანიზატორმა პირდაპირ სცენიდან განაცხადა: "ესენი ჩემი გაზრდილები არიან, მე უკეთ ვიცი ვინ უფრო ლამაზია" - ო და გამარჯვებულად სხვა დაასახელა ", - ამბობს შემთხვევის ერთ - ერთი თვითმხილველი კოტე ცირეკიძე. სილამაზის კონკურსის გამარჯვებულის შეცვლამ კი ადგილზე დაპირისპირება გამოიწვია.


ნანახია: 7175-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ორგანიზატორმა თვიტონ ჩამოარიგა წლოვანების მიხედვით მისების და ვიცე-მისების ნომინაციები. ჩვენ რომ ვთქვით, რომ ეს ნომინაციები
შპს „Like Georgia”-ს გენერალური მენეჯერის მეუღლის გია პოროხოვის თქმით, „ოცნების“ მაისურებითა და დროშებით მონაწილეების სცენაზე
კონკურსის ჟიური ფინალური შოუსთვის მონაწილეებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში (5 წლიდან 7 წლამდე; 8 წლიდან 12 წლამდე; 13 წლიდან 16
ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" აქტივისტები დროშებითა და პლაკატებით იმყოფებიან.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული პროფესორ-მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსის შედეგად ამავე სასწავლებლის

ამინდი