ე.წ კოპიტნარის ხიდიდან მიკროავტობუსი გადავარდა (ფოტო შემთხვევის ადგილიდან)
თარიღი : 5-11-2016, 14:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე, ე.წ კოპიტნარის ხიდიდან "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი გადავარდა.
ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
როგორც იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge- ს თვითმხილეველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლია დაშავებული, რომელიც საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
topnews.com.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.