Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ქონება

თარიღი : 24-11-2013, 21:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. მურღულიას, რომელიც ქუთაისელია, მეუღლე თეონა შეყილაძე და ორი შვილი, ნია და მარიამ მურღულიები ჰყავს.

რაც შეეხება მერის მოვალეობის შემსრულებლის ქონებრივ მდგომარეობას, შოთა მურღულიამ ბოლოს დეკლარაცია რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის რანგში, 2012 წლის 28 დეკემბერს შეავსო. მის დეკლარაციაში უძრავი ქონების სახით მითითებულია თბილისში, საბურთალოს ქუჩა # 63-ში მდებარე ბინა, რომლის ფართი 90.00 კვ.მ-ს შეადგენს. შოთა მურღულიას ეკუთვნის 2003 წლის გამოშვების „მერსედეს ბენცის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი, ხოლო მისი მეუღლის საკუთრებას 1999 წლიანი „ბმვ“-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანა წარმოადგენს.

შოთა მურღულიას ქონებრივ დეკლარაციაში არ დევს მონაცემები მისი ან მისი ოჯახის წევრების მიერ ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ. მურღულიას მეუღლე თეონა შეყილაძე თბილისში რეგისტრირებული შპს „დმტ“-ს პარტნიორია, თუმცა აღნიშნული შპს-ს საქმიანობიდან შეყილაძეს გასული წლის განმავლობაში შემოსავალი არ მიუღია.
დეკლარაციის შევსების პერიოდში შოთა მურღულიას სხვადასხვა ბანკში არსებულ მინდინარე თუ სახელფასო ანგარიშებზე სხვადასხვა რაოდენობის თანხა ერიცხებოდა. მაგალითად, ,,თი–ბი–სი ბანკის'' სახელფასო ანგარიშზე მურღულიას 3893.35 ლარი, ხოლო ,,პროკრედიტ ბანკის'' სახელფასო ანგარიშზე 3094.56 ლარი ჰქონდა. გარდა ამისა, შოთა მურღულია სარგებლობს იპოთეკური სესხით, რომლის დაფარვის ვადად დეკლარაციაში 2019 წლის 2 დეკემბერია მითითებული.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია მურღულიას სხვა საქმიანობაც და მისგან მიღებული შემოსავლები. მაგალითად, მურღულია იყო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი, საიდანაც შემოსავლის სახით 39835.00 ლარი აქვს მიღებული. ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტის თანამდებობიდან მურღულიას შემოსავალი 7310.00 ლარს შეადგენდა. 16263.00 ლარი აქვს მიღებული შოთა მურღულიას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-გერმანულენოვანი პროგრამის კოორდინატორად მუშაობისათვის. შოთა მურღულიას 3500.00 ლარი აქვს მიღებული ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის გრანტიდან, ხოლო დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OFXAM -ის საქართველოს წარმომადგენლობის ექსპერტის თანამდებობიდან ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა 7322.00 ლარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულებას შოთა მურღულია გასული კვირიდან შეუდგა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე ახალი მერის არჩევამდე დარჩება.


ნანახია: 2684-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას განცხადებით, ის ამ ეტაზზე ქალაქის მერიაში არსებული ვითარების შესწავლითაა
ქუთაისის მერიაში შოთა მურღულიას დასახვედრად ემზადებიან. ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში მერის კაბინეტის დილიდან
მურღულია ქუთაისის მერის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება.
[online][/online]
[offline][/offline]
: Gracilene , Гости | 17.02.14 | 
At last, somoene who comes to the heart of it all
[online][/online]
[offline][/offline]
: Vicky , Гости | 19.02.14 | 
Your story was really inemaortivf, thanks! http://mrrfkde.com dzxyedjmb [link=http://pvofulmr.com]pvofulmr[/link]
[online][/online]
[offline][/offline]
[online][/online]
[offline][/offline]
[online][/online]
[offline][/offline]
[online][/online]
[offline][/offline]
[online][/online]
[offline][/offline]

ამინდი