ქუთაისში, მკერდის კიბოს პრევენციისთვის უფასო გამოკველები ჩატარდება
თარიღი : 4-11-2016, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰერა“-ს ორგანიზებით, მსოფლიო მოძრაობა- "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" ფარგლებში, შაბათს, 5 ნოემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში, ცენტრალურ პარკში (ბულვარში) ჩატარდება აქცია მკერდის კიბოს პრევენციისათვის. აქციის ფარგლებში, 40-დან 70 წლამდე ქალბატონებისათვის გათვალისწინებულია უფასო მამოგრაფიული კვლევა.
ცნობისთვის, საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს მკერდის კიბო, რომელიც განკურნებადია მისი დროული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება აღნიშნული დაავადების აღმოფხვრისათვის არსებული სახელმწიფო და სხვა სერვისების შესახებ.