'ენერგო პრო ჯორჯია' არის მოუწესრიგებელი კომპანია-ქუთაისში კომპანია 'აია' სამი დღეა შუქის გარეშეა დარჩენილი

ქუთაისში, კომპანია „აია“ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ითხოვს. როგორც კომპანიის ხელმძვანელი ამბერკი დვალიშვილი Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, მესამე დღეა კომპანიას ელექტროენერგია არ გააჩნია, რის გამოც მისი საქმიანობა პარალიზებულია.
„არ გვაქვს ინფორმაცია რა არის ამის მიზეზი, ავარიაა თუ რა ხდება. ფაქტი ერთია, რომ ნიკეა-ლომოურის ქუჩაზე, მესამე დღეა ელექტროენერგიის გარეშე ვართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წინა შემთხვევებზე საჯაროდ განცხადების გაკეთებისგან თავი შევიკავე. ამჯერად განცხადება გავაკეთე, რადგან აქ არის ოფისები, გათბობის სისტემები, რომელიც უშუქობის გამო ვერ მუშაობს და ფაქტიურად კომპანია პარალიზებულია,“ - აცხადებს ამბერკი დვალიშვილი.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ ავარიულად გამოირთო ფიდერი, რომლიდანაც კომპანია „აია“-ს ელექტროენერგია მიეწოდება. კომპანიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის ფიდერზე მიბმულ ყველა აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილი აქვს, ხოლო „აია“ შუქის გარეშე რცბა, რადგან როგორც „ენერგო პრო ჯორჯია“-ში აცხადებენ, კომპანია კერძო საკუთრებაა და მის ტერიტორიაზე წვდომა არ აქვთ, თავად "აია"-დან კი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ენერგოკომპანიაში განცხადება არ შესულა.
ბიზნესმენი ამბერკი დვალიშვილი "ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ „ენერგო პრო ჯორჯია“-ს მის საკუთრებაზე შესვლის პრობლემა არასდროს ჰქონია. დვალიშვილი იმასაც ამბობს, რომ სამი დღის განმავლობაში მას არავინ დაკავშირებია და ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა არ უთხოვია.
„მათ არასდროს ჰქონიათ ჩემს ტერიტორიაზე შესვლის პრობლემა. თუ ნებართვა სჭირდებათ, სამი დღის განმავლობაში კომპანიიდან რატომ არავინ დაგვიკავშირდა? „ენერგო პრო ჯორჯია“ არის მოუწესრიგებელი კომპანია. ვიღაცამ უნდა მიხედოს ამ კომპანიას. ის საქართველოში დღეს ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი კი არა, ხელისშემშლელია,“ - აცხადებს ამბერკი დვალიშვილი.