რა შედეგს იღებს ქუთაისი ჩინოვნიკების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობიდან?
თარიღი : 4-11-2016, 11:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები წელიწადში რამდენჯერმე, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯით, საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებში მონაწილეობენ. აღნიშნულის მიზეზად კი ქალაქის ტურისტული პოტენციალისა და ქალაქში ჩამოსულ ტურისტთა რიცხვის ზრდაზე ზრუნვა სახელდება. უფრო კონკრეტულად, რა შედეგი მიიღო ქუთაისმა საერთაშორისო ბაზრობებსა და გამოფენებში მონაწილეობით? ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge ქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსს პაატა კლდიაშვილს დაუკავშირდა.
კლდიაშვილის თქმით, საერთაშორისო გამოფენები დიდ როლს თამაშობს ტურისტების რაოდენობის ზრდაში.
„წელს რვა საერთაშორისო გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა, შარშან-შვიდში. ამის შედეგია ის, რომ შარშან 35%-ით იყო გაზრდილი ტურისტების რაოდენობა. წელს კი 9 თვის მონაცემებით, ტურისტების რაოდენობა 33%-ით მეტია, ვიდრე 2015 წელს იყო. ციფრების გარეშეც შეიძლება მივხვდეთ, რომ სეზონზე ტურისტების რაოდენობა დიდია, რაც სწორედ იმ გამოფენებისა და სხვადასხვა აქტივობის დამსახურებაა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ,“- განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.
მისივე თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდას ქუთაისის აეროპორტში 7 ახალი მიმართულების დამატება და ინფორმაციული რუკებიც უწყობს ხელს.
„ტურისტების რაოდენობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ასევე შვიდი ახალი რეისის დანიშვნა. ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელს ასევე ის რუკებიც უწყობს, რომლებიც ქალაქში განვათავსეთ. როგორც იცით, ახალი ტურისტული ვებ-გვერდიც შევქმენით, სადაც ტურსტებს სამ ენაზე შეუძლიათ ინფორმაციის მიღება. ასევე ვაპირებთ შევქმნათ ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური იქნება,“-განაცხადა კლდიაშვილმა.
ცნობისთვის, ქუთაისის ტურისტული ცენტრი, რომელზეც პაატა კლდიაშვილი საუბრობს, ამ დროისთვის რეაბილიტაციის პროცეშია და უახლოეს მომავალში გაიხსნება.
ხატია ბანძელაძე