Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

15 წლის გოგონას ქმარმა ნეკნები ჩაუმტვრია, კბილები დააძრო და გაყინული ბოთლით ცემა

თარიღი : 3-11-2016, 10:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში, 15 წლის გოგონას, 29 წლის მეუღლე ფიზიკურად გაუსწორდა.

არასრულწლოვანი და ზრდასრული მამაკაცი ერთად 4 თვე ცხოვრობდნენ, თუმცა გოგონას დედის თქმით, სიძე მის შვილზე ყოველდრიურად ძალადობდა.

გოგონას დედა აცხადებს, რომ გაუგებარი მიზეზების გამო, შვილს, სიძე გაყინული ბოთლითა და ხელკეტით სცემდა.

"დედაჩემთან იყო ჩემი შვილი და ეს კაცი, იქვე ყოფილა ძმაკაცთან და იქ გაუცვნია ჩემს გოგოს. მერე მალვე მოიყვანა ცოლად. ამ ბიჭს ტუბერკულოზი ჰქონია, მაგრამ ამას არც თვითონ და არც მისი ოჯახის წევრები არ ამხელდნენ. ცოლის მოყვანიდან მალევე დაიწყო ჩემი შვილის წამება და არაადამიანური მოპყრობა. უმოწყალოდ სცემდა, ჩამოუყარა კბილები, დაულეწა ნეკნები, გაუტეხა ცხვირი, თავის არეში სულ ბოთლს ურტყამდა. მთელ ზურგზე სულ წიხლების კვალი ეტყობა. ექსპერტიზაზე, რომ მივიყვანეთ ექსპერტმა თქვა, რომ განზრახ სიკვდილის მოსპობა ჰქონდა ამ კაცს განზრახულიო,"- აცხადებს არასრულწოვანი გოგონას დედა, რომლის სახელსა და გვარს სეგნებულად არ ვასახელებთ.

დაზარალებულის ოჯახის თქმით, მოძალადე მამაკაცი უკვე დაკავებულია, თუმცა მას ერთადერთი ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული. დაზარელებულის ოჯახი კი მოძალადე მამაკაცის ბრალის დამძიმებას ითხოვს.


ნანახია: 7912-ჯერ

მსგავსი სიახლეები
14 წლის გოგონა ურეკის ერთ-ერთი სასტუმროდან 12 დღის წინ გაუჩინარდა.
ოჯახს ეჭვი აქვს, რომ გოგონა გააუპატირეს, რაც ოჯახში ვერ გაამხილა და თავი ჩამოიხრჩო.
14 წლის გოგონას დედის თქმით, მას საუბარიც უჭირს და 2 წელია, საწოლიდან ვერ დგება.

ამინდი