Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ომარ ნიშნიანიძე - ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, კიდევ კაი ხანს ვიტყლაშუნებდით ტალახში

თარიღი : 2-11-2016, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, კიდევ „კაი ხანს“ ვიტყლაშუნებდით ტალახში, - ამის შესახებ დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დავით უსუფაშვილის მიერ დაანონსებული ახალი პოლიტიკური ძალა შესაძლოა თუ არა ბიძინა ივანიშვილის შექმნილი იყოს, ნიშნიანიძემ უპასუხა, რომ ”ასე არ უნდა ვიფიქროთ”.

”მივდივართ იქამდე, რომ ბიძინა ივანიშვილს ჩრდილოვანი გავლენები აქვს - რა თქმა უნდა, მას მორალური, პოლიტიკური და ფინანსური რესურსი აქვს, რომელსაც ბუნებრივია, გავლენა ექნება, მაგრამ... ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ეს პარტია, ეს მოძრაობა და მიგვიყვანა ჩვენ ყველანი. რა თქმა უნდა, ყველანი, ერთი ორის გარდა, წინააღმდეგობრივი მოძრაობიდან - 2003-2004 წლიდან მოვდივართ: გვირტყამდნენ, გვცემდნენ, მაგრამ გადავიტანეთ ეს ყველაფერი და ეს კაცი რომ არ მოსულიყო, კიდევ კაი ხანს ვიტყლაშუნებდით ტალახში. მოვიდა, გადაგვარჩინა და ბუნებრივია, გავლენა ექნება. მოსესავით არის ეს კაცი, 40 წელი ატარა ლაბირინთებში და ეს გვპირდება 2030-ში გასვლას ფონს”, - განაცხადა ომარ ნიშნიაშნიძემ და როგორც აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს 10 წელიც ეყოფა იმისთვის, რომ დაასტაბილუროს ქვეყანა და სწორ გზაზე დააყენოს.

რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“ და მისგან დავით უსუფაშვილისა თუ სხვა ლიდერების წასვლას, ნიშნიანიძე ფიქრობს, რომ მომავალი არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტი ძალა ახალი პროდასავლური ძალა იქნება, რომელიც შესაძლოა სწორედ უსუფაშვილის მიერ დაანონსებული პარტია იყოს.

”რაც შეეხება უსუფაშვილს და “რესპუბლიკელებს”. მე სულ ვიმეორებდი, რომ ჩემთვის მიუღებელია, რომ მეორე პოლიტიკური ძალა არის ”ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ დღეს ეს რეალობა გვაქვს ჯერ კიდევ. მეც ასე ვფიქრობ, ყველა პარტიას ჰქონდა რესურსი, ყველგან იყო ისეთი ადამიანი, რომელიც არ მომწონდა, მაგრამ ყველა პარტიაში იყო ადამიანი, რომელიც მომწონდა და ვფიქრობდი, როგორ უნდა გამოგვეყენებინა ქვეყნის აღმშენებლობაში. იგივე დავით უსუფაშვილი, ”თავისუფალი დემოკრატებიდან” ჩემი მეგობრები და ა.შ,” - აღნიშნა დეპუტატმა და დასძინა, რომ 2020 წლისთვის მეორე პოლიტიკური ძალა იქნება სრულიად ახალი, პოლიტიკური ცენტრი, მოძრაობა, რომელიც გააერთიანებს ძალიან კარგ, საღ, პროდასავლურ ძალას, რომელიც უკვე კონკურენტი იქნება ”ქართული ოცნების”.

ipn.ge


ნანახია: 1029-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ განცხადებას კოალიციის ერთ-ერთი წევრი აკეთებს.
"ქართული ოცნების" დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე გიორგი ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას ეხმაურება.
როგორც ჩაფიძე განმარტავს, კოალიცია „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ჩამოყალიბებულია, მისი მეშვეობით მოვიდა აღნიშნული კოალიცია
ნიშნიანიძის თქმით, მას ახალი სამსახურისთვის საკმარისი რესურსი აქვს.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, მისმა ოპონენტმა, „ნაციონალმა“ აკაკი ბობოხიძემ ერთ-ერთი
'თავისუფალი საქართველოს' თავმჯდომარე კახა კუკავა პარტიიის იმერეთის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე ააიპების თანამშრომლებთან 'იძულებით ქველმოქმედებასთან' დაკავშირებით ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინაროებს.
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამინდი