Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის გამგებელი ევროსაბჭოს ექსპერტს შეხვდა

თარიღი : 2-11-2016, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის- „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ (COMUS) ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა. პროექტის ფარგლებში ჭიათურას ვიზიტით ევროსაბჭოს ექსპერტი მარინა ნეაგუ ეწვია. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ ექსპერტი მარინა ნეაგუ და პროექტის წარმომადგენლები სამუშაო კაბინეტში მიიღო. შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რასაც პროექტი ითვალისწინებს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ (COMUS) ფარგლებში და მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების ასოციაციის პარტნიორობით საქართველოს მასშტაბით საპილოტე-სადემონსტრაციო ქალაქად შეირჩა, სადაც ორი წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს მიერ შემოთავაზებული ახალი მეთოდოლოგიები და მიდგომები დაინერგება ურბანული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია შენარჩუნებისათვის და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის.

NS


ნანახია: 1806-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს მასშტაბით, ჭიათურა პილოტურ სადემონსტრაციო ქალაქად შეირჩა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო კაბინეტში ზურაბ კუპატაძის მოწვევით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ჩატარდა.
ჭიათურაში ახალი საბაგიროების მშენებლობის საკითხი უკვე დადებითადაა გადაწყვეტილი.
პროექტის ფარგლებში თსუ-ს სტუდენტების მიერ შესწავლილი იქნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი და ჭიათურაში არსებული თითოეული ტურისტული

ამინდი