ხარაგაულში ორი სოფლის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია უტარდება
თარიღი : 2-11-2016, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულში, ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია „თიჯარეთის ფილიალი საქართველოში“ ასრულებს.
ღორეშა-ბაზალეთის ინფრასტრუქტურული პროექტი გზაზე ცემენტბეტონის, სანიაღვრე არხებისა და წყალამრიდი მილების მოწყობას ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე, პირველადი სამუშაოებისთვის მიმდინარეობს ქვიშა-ხრეშის შეტანა და გარკვეულ მონაკვეთებზე გაშლა.
სახელშეკრულებო ვადებით 11 კმ. გზის მშენებლობა 2017 წლის ზაფხულზე დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულიდან ბაზალეთის მიმართულებით 3 კმ. გზა უკვე მოასფალტებულია,ხოლო უბისიდან ღორეშის ადმინისტრაციულ ცენტრამდე 5 კმ. გზის მონაკვეთი - მობეტონებული.
ღორეშა-ბაზალეთის გზის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, ხარაგაული (ბაზალეთი-სარგვეში ღორეშა-უბისის მიმართულებით) თბილისი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალს 21 კილომეტრიანი მობეტონებული გზით დაუკავშირდება.
NS