Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ფოტოკონკურსის „ილო 2016“ პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი : 1-11-2016, 15:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის "გენდერების" დარბაზში ფოტოკონკურსის „ილო 2016“ პრეზენტაცია გაიმართა.

ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მას ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს.

ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტო ატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.
ფოტოკონკურს "ილოს” მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები და სტიმული მისცეს ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსში გამარჯვებულებისთვის გაიცემა 4 პრემია: გრან-პრი, I, II და III პრემიები. დაწესებულია ფულადი ჯილდოები და სამახსოვრო ქანდაკებები. ტრადიციად იქცა კონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1925-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ ქალაქში ტრადიციადქცეულ ფოტოკონკურსზე ნამუშევრების მიღება დაიწყო.
ქუთაისის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ფოტოკონკურსს აცხადებს.
2011 წლიდან ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.
საკონკურსო ნამუშევრები 2013 წლის 30 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე მიიღება, ხოლო შედეგები 2013 წლის 1 ნოემბერს გამოვლინდება.
ლევან ქემოკლიძის ფოტო სოციალურ ქსელ facebook-ის 2432-მა მომხმარებელმა მოიწონა.
ფოტოკონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, სურათის მოწონებების მიხედვით სოფო ბობოხიძემ გაიმარჯვა, მისი სურათი სოციალურ ქსელ

ამინდი