Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დღეიდან სამხედრო ბრიგადებსა და თავდაცვის სამინისტროში დილა საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყება

თარიღი : 1-11-2016, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემის, სამხედრო დისციპლინისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე, ასევე ყველა სამხედრო ბაზასა და სასწავლო დაწესებულებაში 09:00 საათზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

„ჩვენ მივესალმებით მინისტრის გადაწყვეტილებას, რაც გამოიხატება საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბით დღის დასაწყისში სამსახურის ჰიმნით დაწყებას. ჰიმნი ყველა ჯარისკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია, ამაღლებს პატრიოტულ გრძნობას, რაც დადებითად აისახება ყველა ჯარისკაცის საბრძოლო სულიკვეთებაზე და დამატებით მოტივაციას ქმნის, რომ თითოეული ჩვენთაგანი ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას,“ - აცხადებს აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე.


ნანახია: 1514-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული საზოგადოება მხარში უდგას ჯარს და ჯარი და თავდაცვა თანხმობის წერტილს წარმოადგენს.
სტუდენტები რეგიონების ადმინისტრაციულ შენობენთან სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. შესრულდება
ემზარ თუთისანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრატის ტაძარში ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინა.
სამედიცინო ცენტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო

ამინდი