Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის მემორიალური დაფა გაიხსნა

თარიღი : 31-10-2016, 18:04 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის გრილიონ ტუღუშის მემორიალური დაფა გაიხსნა.
http://www.picz.ge/img/s1/1610/31/5/58d4acc71e64.jpg
წელს პირველად საქართველოს ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის და ქორეოგრაფიის მოღვაწეთა ეროვნული კავშირის ერთობლივი ძალისხმევით კონცერტ-ფესტივალი ჩატარდა,რომელშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოცეკვავეთა ანსამბლებთან ერთად ადგილობრივი ანსამბლებიც მონაწილეობდნენ.აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში გამართული კონცერტი გრილიონ ტუღუშის ხსოვნას მიეძღვნა.

გრილიონ ტუღუში 40 წლის მანძილზე ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში. 1971-1984 წლებში გრილიონ ტუღუში ვანის მუნიციპალიტეტში მოღვაწეობდა, მის ხელში მრავალი მოცეკვავე და ქორეოგრაფი აღიზარდა, რომელთაც არ დაივიწყეს თავიანთი პედაგოგის ღვაწლი და სწორედ ამიტომ მისი ხსოვნის პატივსაცემად ვანში გრლილიონ ტუღუშის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ღონისძიებას ცნობილი ქართველი მოცეკვავე ანსამბლ „სუხიშვილების „ სოლისტი ომარ მხეიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

კონცერტზე შესრულებული საცეკვაო ნომრები მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევდა.

როგორც ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, აღნიშნული კონცერტ-ფესტივალი სამომოავლოდ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და მთელ საქართველოს მოიცავს.


ნანახია: 1470-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში ცნობილი ქართველი მომღერლის, ნინი ბადურაშვილის შემოქმედებითი
ცერემონიალს ქალაქის მერი, ასევე, ხელოვანის ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
ასევე, მოეწყობა რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა და ფილმის პრეზენტაცია.
ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული ფლეშმობით დასრულდა.

ამინდი