"პარლამენტის გადმოტანა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში დღის წესრიგში არ დადგება"

"მინდა დავამშვიდო ქუთაისელები, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში პარლამენტის გადმოტანა დღის წესრიგში არ დგას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, პარლამენტის გადმოტანა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიტიკური დღის წესრიგში არ დადგება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საუბარი იქნება გადმოტანაზე, ეს საკითხი ქუთაისის მოსახლეობის ნებართვის და მათთან აქტიური საუბრის გარეშე არ მოხდება.
„პარლამენტის გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში. მინიმუმ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მე ალბათ რამდენიმე წელი მაქვს მხედველობაში , არავითარ შემთხვევაში არ დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში. მინდა ვთქვა, რომ დღეს არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირ პრობლემას არ ქმნის. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი არ უნდა იყოს გააქტიურებული უახლოეს მომავალში, რამდენიმე წელიწადში. თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული , აუცილებლად უნდა იქნას ქუთაისის მოსახლეობასთან ერთად ეს საკითხი აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.