ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი შესაძლოა ფინანსთა სამინისტროში დასაქმდეს
თარიღი : 24-11-2013, 18:01 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი თენგო თოფურიძე შესაძლოა სამუშაოდ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საკუთარ უწყებაში წაიყვანოს.
როგორც ტოპნიუსისთვის გახდა ცნობილი, თოფურიძეს, რომელმაც თანამდებობა გასულ კვირას დატოვა, აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით არ მიუღია. სააგენტოს წყაროს განცხადებით, ყოფილი ვიცე-მერს გადადგომა აიძულეს.
„თენგოს ჯერ შავი საქმეები აკეთებინეს მერიაში და შემდეგ უთხრეს, პატივს გცემთ, არ დაგიჭერთ და შენით წადიო. მისი გადადომა პოლონურ გრანტებს უკავშირდება, საიდანაც თენგო თოფურიძეს ასეულობით ათასი ლარი აქვს შეჭმული. თავის დროზე „ნაციონალების“ „ობშიაკი“- საწვავის ტალონები და სასაუბრო ბარათებიც მას ებარა და როდესაც მათ გაემიჯნა, „ობშიაკიც“ თან წაიღო,“ - აცხადებს რესპონდენტი.
შეგახსენებთ, რომ თენგო თოურიძე ვიცე-მერის თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ კონკურსის წესით დაინიშნა. თანამდებობის ოფიციალურად დატოვებამდე ცოტა ხნით ადრე, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა სამუშაოდ თბილისში გადასულიყო.
ცნობისთვის, თენგო თოფურიძემ გადადგომის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ სურდა ქალაქის მერის მოვალეობის ახალი შემსრულებლის, შოთა მურღულიასათვის გუნდის დაკომპლექტებისას არჩევანის მეტი თავისუფლება მიეცა.