Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წერეთლის უნივერსიტეტში ფსიქოლოგთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თარიღი : 29-10-2016, 15:40 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტისა და დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართა აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის დაბადების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით: „დიმიტრი უზნაძის სამეცნიერო შემოქმედება და ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემატიკა“.

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ღავთაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი შერვაშიძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი იმედაძე და აწსუ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ მაღრაძე.

სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო და აქტუალურ თემატიკაზე დაფუძნებული მოხსენებები წარმოადგინეს, აწსუ-ს, თსუ-ს, ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრ-კორესპონდენტებმა. კონფერენცია დასრულდა დისკუსიით და შემაჯამებელი სხდომით.


ნანახია: 2307-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საერთაშორისო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, იმერეთის გუბერნატორის
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
წერეთლის უნივერიტეტში აღმოსავლური ენების კათედრა 1991 წელს დაარსდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სასწავლებლის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, წიგნის

ამინდი