Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე ჯამში 869 114 ლარი დაიხარჯა

თარიღი : 28-10-2016, 17:06 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურაში ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

"2015-2016 წელს ქალაქ ჭიათურაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 ბაგა-ბაღს.

პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღის შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ხუთივე საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

ჭიათურის ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე ჯამში 869 114 ლარი დაიხარჯა.

შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში ჭიათურაში მცხოვრები 1640-მდე აღსაზრდელი დადის.

მაშინ როცა, 2009 წელს მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში მხოლოდ 900 ბავშვი დადიოდა."- აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 1283-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღის 52 სააღმზრდელო ჯგუფში ჩარიცხულია 2-დან 6 წლამდე ასაკის 1400 ბავშვი.
2015 წელი იმერეთის რეგიონში ბაღების წლად იყო გამოცხადებული. ვანის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 6 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია
ქუთაისში ბაგა-ბაღებში მიშენებებისა და რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.
რისთვისაც საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის აღსაზრდელთა მშობლებს.
ქუთაისში არსებულ საბავშვო ბაღებში სწავლა 24 ივნისს შეწყდა. ორ საზაფხულო ბაგა-ბაღში კი 400 ბავშვია რეგისტრირებული.

ამინდი