Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარებს საჩუქარი გაუკეთა

თარიღი : 28-10-2016, 16:35 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დღეს მესხიშვილის და მარჯანიშვილის თეატრების ერთობლივ სპექტაკლს, ,,ჯინს“ წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატის და ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციარები ნახავენ. ეს საჩუქარი მოხუცებს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა ლატარიამ გაუკეთა.

,,ასეთი კეთილშობილი ჟესტი ალამაზებს ამ ადამიანების ცხოვრებას, თეატრს და თავად ინიციატივის ავტორს, ბუნებრივია. იმედია, ბატონი ნიკა ლატარისაგან ქველმოქმედების დღევანდელი აქცია, გადამდები იქნება სხვებისთვის. ჩვენს თეატრს ჭირდება საზოგადოების აქტიური ნაწილის თანადგომა, მეტი მაყურებელი, მეტი თანამოაზრე. მადლობა მას ამ იდეის დასაწყისისთვის, რომელსაც მჯერა, გაგრძელება აუცილებლად ექნება,“-აცხადებს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

დონალდ ლი კობურნის პიესა ,,ვთამაშობთ ჯინს“, რეჟისორმა კოტე აბაშიძემ ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სცენაზე საქართველოს დამსახურებული არტისტების ევა ხუტუნაშვილის და გივი ჩუგუაშვილის მონაწილეობით დადგა. ეს არის პირველი პრეცენდენტი, როცა ქუთაისის თეატრის დიდ სცენაზე მესხიშვილის და მარჯანიშვილის თეატრების ერთობლივი პროექტი განხორციელდა. სპექტაკლის პრემიერამ გუშინ, 27 ოქტომბერს, ანშლაგით ჩაიარა.


ნანახია: 1992-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.
თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა, 26 თეატრის 28 განაცხადიდან, მხოლოდ 6 თეატრის 6 სპექტაკლი შეარჩია.
7 აპრილს, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე, დოკუმენტური თეატრის ის პიესა გაცოცხლდება, რომელმაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში
სპექტაკლში მონაწილეობას მესხიშვილის თეატრის დასის სხვადასხვა თაობის მსახიობები იღებდნენ.

ამინდი