Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბაღდათობა 2016' ზღვის დონიდან 2220 მეტრზე-ქვასაყდარაზე ტურისტული რუკის პრეზენტაცით აღინიშნა

თარიღი : 28-10-2016, 14:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
27 ოქტომბერს ბაღდათში სახალხო დღესასწაული ,,ბაღდათობა 2016“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,ბაღდათობა 2016“ ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების პოპულარიზაციის მიზნით, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილისა და ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერის გოჩა ხორავას ავტორობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქართულ და ინგლისურ ენოვანი გზამკვლევი დაიბეჭდა. გზამკვლევი შედგება მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ მოკლე ინფორმაციისაგან, აგრეთვე გზამკვლევში წარმოდგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის საინტერესო ადგილების ფოტოსურათები. გზამკვლევის შიდა ნაწილში განთავსებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინგლისურ ენოვანი ტურისტული რუკა.
http://www.picz.ge/img/s1/1610/28/7/7b41437b5b6a.jpg
ბაღდათობის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა გზამკვლევის ავტორებმა ტურისტებთან ერთად, ერთ-ერთი სიანტერესო მარშრუტის საირმე-,,წითელი მინდორი“-ქვასაყდარას შეფასებით გააგრძელეს. ბუკლეტის პრეზენტაცია მოხდა კემპინგ ,,ქვასახტარაზე“ ასებულ კოტეჯში. კემპინგი ,,ქვასაყდარა“ 2015 წელს ,,აწარმოე საქართველოს” პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, იგი სახელმწიფომ 10 000 ლარით დააფინანსა. ქვასაყდარიდან 0,5 კმ მოშორებით დიდმაღალას მთა, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა აღმართეს რკინის ჯვარი, ეს გახლავთ საირმე-აბასთუმნისა და ზეკრის ხეობის გზა-გასაყარი. აღსანიშნავია საქართველოს პრემიერის ინიციატივა ქუთაისი-აბასთუმანი-ბენარას გზის მონაკვეთის აღდგენის შესახებ, რაც ყველაფერთან ერთად ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
http://www.picz.ge/img/s4/1610/28/1/10026a8373a2.jpg
ქვასაყდარას ტურისტული პოტენციალიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ აქ მდებარეობს ე.წ ,,ძაბრი“ სადაც იმერეთის ტერიტორიიდან გადამფრენი ფრინველების მიგრაცია ხდება სამცხე-ჯავახეთის გავლით თბილი ქვეყნებისაკენ, განსაკუთრებით აგვისტო-ოქტომბერში. ბერდვოჩერებისათვის (ორნეტოლოგები) არის იდეალური ადგილი, რადგანაც ძირითადად მიგრირებენ სხვადასხვა მტაცებელი ფრინველები, რომელიც ყველაზე მეტ ინტერესის სფეროს წარმოადგენენ. აქვე იმართება სხვადასხვა ზეიმი. ყოველი წლის 9 აგვისტოს ქვასაყდარას მიდამოებში მთის დღესასწაული იმართება. დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ბაღდათისა და ადიგენის შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი ღონისძიებები ტარდება, ღონისძიებას მომავალი წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტიც შემოურთდება. ქვასაყდარას მონახულება ზამთრის თვეშიც შესაძლებელია. მიმდებარე საინტერესო ადგილების ხედებიც კარგად იშლება.


ნანახია: 3169-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამუშაოების ფარგლებში, ქვასაყდარაზე დამონტაჟდა და მოეწყო ორი საპიკნიკე ადგილი, თითოეული გათვლილია 16-20 ტურისტზე.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში) გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილთან
ქვასაყდარიდან 1 კმ მოშორებით დიდმაღალას მთაა, სადაც პირველ საუკუნეში ანდრია პირველწოდებულმა, სიმონ კანანელმა და მატათა მოციქულმა
ქვასაყდარიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ადგილი, სადაც გადმოცემის თანახმად, პირველ საუკუნეში ანდრია
დღესასწაული ბაღდათის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიით დაიწყო, შემდეგ კი მოწვეულმა სტუმრებმა ეთნოკუთხეებთან გადაინაცვლეს, სადაც
"ბაღდათობა 2015" – ის ფარგლებში ქალაქის ცენტრში ეთნოგრაფიული კუთხეები იყო მოწყობილი, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულებს ადგილობრივი

ამინდი