ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტის ახალი სასახლე აშენდება

ქუთაისში ახალი სპორტის სასახლე აშენდება.
სპორტის სასახლე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდება. როგორც იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე Topnews.com.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, სპორტის სასახლე 3000-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს.
„ახალ სპორტის სასახლესთან ერთად, ფეხბურთის სათამაშოდ რამდენიმე მინდორი მოეწყობა. წინასწარი სამუშაოები უკევ დაწყებულია. დაპროექტება და ტერიტორიის შესწავლა ხდება. ჩვენ გვინდა, რომ ახალ სპორტის სასახლეში მინიმუმ 3000 მაყურებელი ეტეოდეს, რადგან ეს შენობა დარჩება ქალაქს და ქუთაისის კალათბურთის ნაკრები თამაშებს იქ გააგრძელებს,“- განაცხადა ჭიჭინაძემ.
ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
ხატია ბანძელაძე