Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს ტურიზმით რუსეთის ცნობილი ტუროპერატორები დაინტერესდნენ

თარიღი : 28-10-2016, 00:55 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
წყალტუბოს პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარების მხრივ არსებული პოტენციალის რეალიზების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე რუსეთის 18 ცნობილი სააგენტოს დირექტორებსა და წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც Topnews.com.ge-ს წყალტუბოს გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტუმრებმა და მასპინძლებმა მუნიციპალიტეტის რეკლამირების, კურორტის შესახებ მეტი ინფორმაციების გავრცელების საკითხები მრგვალი მაგიდის ფორმატით განიხილეს. სტუმრებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები საინფორმაციო ცენტრის მუშაობისა და მომავალი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ აუცილებელია წყალტუბოს შესახებ პოზიტიური მასალების მომზადება და მედიის საშუალებებით გავრცელება.

"წყალტუბოში პირველად ჩამოვედი, თქვენი ქალაქი ულამაზესია, განახლებული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სასტუმროები, აბაზანები, მღვიმეები იძლევა იმის საშუალებას, რომ კურორტით სხვადასხვა ასაკის ადამიანები დაინტერესდნენ, ვფიქრობ ჩვენს დღევანდელ შეხვედრას მოჰყვება, ახალი კავშირები, მეტი ტურისტი და დამსვენებელი,"-განაცხადა მოსკოვის ტურ ოპერატორ ,,ალენის’’ ხელმძღვანელმა ტატიანა დუდინამ.

საინფორმაციო ტურის გამართვის ორგანიზატორმა ჟურნალისტმა, მოსკოვის ერთერთი მსხვილი ტურისტული კომპანიის მენეჯერმა ირინა უიბომ ისაუბრა წყალტუბოში სამკურნალო და სპელეო ტურიზმის განვითარებაზე, მისი თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა ადამიანებს დავანახოთ, რომ აქ უნდა ჩამოვიდნენ არა რამდენიმე დღით, არამედ მკურნალობის სრული კურსის მისაღებად, მანვე ისაუბრა პიარის მხრივ ერთობრივად განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

საინფორმაციო შეხვედრა დადებთად შეაფასეს თვითმმრთველობის პირველმა პირებმა, სტუმრებმა კეთილგანწყობასთან და თანამშრომლობის პირობასთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს.


ნანახია: 1180-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტული პოტენციალის
საქართველოს გიდების ასოციაციის ტურ-ოპერატორებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა ყველა ის მნიშვნელოვანი ობიექტი
ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები წყალტუბოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
სტუმრებმა წყალტუბოს ბალნეოცენტრები მოინახულეს, გაეცვნენ უნიკალური თერმული წყლების სამკურნალო თვისებებს და საკუთარ თავზე
საზეიმო ცერემონიალი ტორტის გაჭრითა და კონცერტით დასრულდა.
ღია კარის დღეზე ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ადგილობრივი ბიზნესმენები იყვნენ მოწვეულები.
გაზის ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიმატებს.
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.

ამინდი