Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 40-მდე დევნილი ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ კორპუსში ცხოვრობს

თარიღი : 27-10-2016, 19:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, "პასელოკის" დასახლებაში, ყოფილი სასტუმროს "მთის ბროლის" შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ.

სამსართულიან კორპუსში შესახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, ოთახებში სახურავიდან წყალი ჩადის, შენობის კედლები, კარ-ფანჯარა და საძირკველი კი დაზიანებულია. კორპუსში შესახლებული 40-მდე ოჯახის თქმით, სარდაფები წყლით არის სავსე, რის გამოც სისტემატიურად ქვეწარმავლები და მღრნელები ამოდიან და მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან.

"23 წელია ასეთ პირობებში ვართ. ვინ იცის რამდენი მთავრობა და დევნილთა მინისტრი გამოვიცვალე, ყველა მოდის, ყველა გვპირდება, მაგრამ ფაქტი ერთია: ისევ ასეთ პირობებში ვცხოვრობთ,"- აცხადებს იძულებით გადაადგილებული დალი ლაკერბაია.
http://www.picz.ge/img/s1/1610/27/5/5d54ef65db6c.jpg
" საპირფარეშო და სამზარეულო ერთ ოთახში მაქვს მოწყობილი. რა ვქნა, მეტი ფართი არ მაქვს და. სახლს რომ თავი გაანებო, კორპუსის დერეფანშიც გავლა საშიშია, არ იცი, რა დროს დაგეცემა აგური თავში,"-ამბობს ინეზა გვაზავა.

ყოფით პრობლემებს და გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს კორპუსში ბუნებრივი აირის არარსებობაც ემატება. ავარიული კორპუსის გამო, ყოფილი სასტუმროს გაზიფიცირება ვერ მოხდა, რის გამოც დევნილები იძულებულები არიან საჭმლის მოსამზადებლად და გათბობისთვის ელექტროღუმელი გამოიყენენონ, რაზეც მაღალი გადასახადი მოდით.

პრობლემის შესახებ ინფორმირებული არიან ლტოლვილთა სამინისტროში. სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროსი გიორგი სანთელაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები 50-მდე ოჯახი ახალი წლის დადგომამდე ახალ საცხოვრებელ სახლებს მიიღებს.

"ამ ოჯახების გასახლება ახალ წლამდე მოხდება. გვესმის და ვიცით, რა მძიმე პირობებში უხდებოდათ და უხდებათ მათ ამ დრომდე ცხოვრება,"- აცხადებს სანთელაძე.

ვიდრე ქალაქის მასშტაბით დევნილებისათვის განკუთვნილი მშებარე ობიექტები დასრულდება, მანამ აფხაზეთიდან დევნილი 40-მდე ოჯახი ცხოვრებას ამორტიზირებულ კორპუსში განაგრძობს.


ნანახია: 1718-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცხრასართულიან კორპუსში შესახლებული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, ოთახებში სახურავიდან წყალი ჩადის,
20 წელზე მეტია, ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ
იძულებით გადაადგილებული პირები მათ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ, 16-სართულიან კორპუსს ხელისუფლება მიმდინარე წლის ბოლოს ჩაიბარებს, რის შემდეგაც კორპუსში
ამორტიიზრებულ ხისა და რკინის კოტეჯებში მცხოვრები დევნილების თქმით, 20 წელია მათ გადასახლებას ჰპირდებიან, თუმცა უშედეგოდ.
არსებული მდგომარეობით შეშინებული იძულებით გადაადგილებული პირები შველას ითხოვენ.

ამინდი