Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

27-28 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში აბონენტებს შუქის მიწოდება შეეზღუდებათ

თარიღი : 27-10-2016, 11:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წლის 27-28 ოქტომბერს სს "ენერგოპრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

ზესტაფონი. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით 27 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე დაგეგმილია ქ/ს ფერო 220-ის გამორთვა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით. გადართვების დროს 5-5 წუთით ძაბვა შეუწყდება ქ/ს ფერო 220-ის ფიდერებს და აბონენტებს ქ. ზესტაფონში სტაროსელსკის ქუჩაზე და მუნიციპალიტეტის სოფლებში კვალითი, ცხრაწყარო, ქვედა საქარა.

თერჯოლა. 28 ოქტომბერს 11:00-17:00 საათამდე პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ძაბვა შეუწყდება მ/ძ ქვესადგურის „თერჯოლა-35“ დაახლოებით 4900 აბონენტს ქ. თერჯოლაში და სოფლებში ღვანკითი, ზოვრეთი, ახალთერჯოლა, ალისუბანი, რუფოთი, ახალთერჯოლა, ჩხარი.

ამბროლაური. „შაორჰესში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 27 ოქტომბერს 09:00 საათიდან 12:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათ ფიდერ „ნიკორწმინდას“ აბონენტებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიკორწმინდა, ხოტევი, ჭელიაღელე, კვირიკეწმინდა, ველევი, ბეთლევი, შხივანა, წკადისი, სხარტალი, აგარა, უყეში, თლუღი, კაჩაეთი. ასევე, 28 ოქტომბერს დაგეგმილი სამუშაოების გამო აღნიშნულ აბონენტებს 5-5 წუთით შეუწყდებათ ძაბვა 10:00 სთ. და 18:00 სთ-ზე (გადამცემ ხაზზე „ნაქერალა 1“ დაგეგმილი სამუშაოების გამო).

ლენტეხი. გაჩეხვითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 27ოქტომბერს დაგეგმილია მ/ძ გადამცემი ხაზის „მურის“ გამორთვა, რის გამოც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 2000 აბონენტს დაბა ლენტეხში და მუნიციპალიტეტის სოფლებში.

პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოები სისტემატურად ტარდება ენერგო-პროჯორჯიას ყველა გამანაწილებელ ქვესადგურში. უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადაიდება.


ნანახია: 1880-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
მიმდინარე კვირაში სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური
სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ინფორმაციას შეზღუდვების შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო,

ამინდი