Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'პარლამენტის გარეშე ქუთაისს ბნელი მომავალი ელოდება და მისი გადატანით ჩვენი კანონმდებლები სამუდამოდ შეირცხვენენ თავს'

თარიღი : 26-10-2016, 22:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ნუ წამართმევ პარლამენტს,“- აღნიშნული ლოზუნგით ქუთაისში, არასამთავრობო სექტორსა და მედიის სფეროს წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე ორივე სფეროს წარმომადგენლებმა ქუთაისში პარლამენტის დარჩენასთან დაკაშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს წარმომადგენელმა თორნიკე ბარათაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატებს აღნიშნულ თემაზე აზრის დაფიქრებისკენ მოუწოდა.

„საქართველოს კონსტიტუციის 48-ე პრიმა მუხლი უნდა იქნეს დაცული, რაც თავის მხრივ გულისხმობს პარლამენტის მდებარეობას განსაზღვრულ ადგილზე-ანუ ქუთაისში ყოფნას ისე, როგორც ამას კონსტიტუიცა მოითხოვს და არა ისე როგორც დღეს არის, ძირითადად თბილისში და ორი დღე ქუთაისში. ასევე, მივმართავ იმ მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომლმებიც გაიმარჯვებენ, რომ კარგად დაფიქრდნენ, სანამ პარლამენტის გადატანის მომხრეები გახდებიან,“-აღნიშნა ბარათაშვილმა.

პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეა ტელეკომპანია "აჭარის" ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე. მისი თქმით, სახელისუფლებო ძალას არ გააჩნია მყარი არგუმენტი იმის შესახებ თუ რატომ უნდა გადავიდეს პარლამენტი თბილისში.

"ჩემი აზრით, პარლამენტი უნდა დარჩეს ქუთაისში, რადგან მე ამ წლების განმავლობაში მოქმედი ხელისუფლებისგან ან იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ყოფნის წინააღმდეგი არიან, ვერ მივიღე არგუმენტი, თუ რატომ უნდა გადავიდეს პარლამენტი თბილისში. ის არგუმენტი, რომ ყველა სახელისუფლებო რგოლს თავი თბილისში უნდა ჰქონდეს მოყრილი, ეს არის სუსტი არგუმენტი,“-განაცხადა ხარაბაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებებისთვის და განათლებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის ქეთი ბერძენიშვილის თქმით, პარლამენტის ქუთაისისდან თბილისში გადატანა ქალაქისთვის დამღუპველი აღმოჩნდება.

„ჯერ არ შეკრებილა მეცხრე მოწვევის პარლამენი და უკვე მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ იმას, რომ პარლამენტმა ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს ქუთაისში და იგი გადატანილ იქნას თბილისში, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, მედიისა და სამოქალაქო საზოადოების წარმომადგენლები ქუთაისში ვაპროტესტებთ იმიტომ, რომ ეს იქნება არა მარტო ქალაქისთვის არამედ რეგიონისთვის, რადგან ეს შეაჩერებს იმ დიდ პროექტებს, რაც უნდა განხორციელდეს," -განაცხადა ბერძენიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დატოვების მომხრეა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე. მისი თქმით, ქალაქის განვითარების ერთადერთი გზა პარლამენტის ქუთაისში დატოვებაა.

„საქართველოს პარლამენტი აუცილებლად უნდა დარჩეს ქუთაისში, რადგან ეს არის ქალაქის განვითარების ერთადერთი შანსი, მაგრამ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არსებობდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. სანახევროდ არსებული პარლამენტი ქუთაისის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს ვერ მოიზიდავს ინვესტიციებს და სანახევროდ არსებული პარლამენტი ეს არის ქალაქის დაცინვა, რადგან აქ პარლამენტის არსებობა ქვეყანას გაცილებით იაფი უჯდება, ვიდრე მისი დედაქალაქში შენახვა," - აცხადებს ჭოლაძე.

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ხვიჩა ვაშაყმაძე კი პარლამენტის ქუთაისიდან გადატანაზე საუბარს დანაშაულს უწოდებს და ქალაქის სტატუსის შესახებ საუბრობს.

„მე ვთვლი, რომ საუბარი ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შესახებ არის დიდი დანაშაული, რადგან ქალაქის სტატუსი და პარლამენტის აქ ყოფნა ქუთაისის განვითარებას შეუწყობს ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქს ძალიან ბნელი მომავალი ელოდება და ჩვენი კანონმდებლები ალბათ სამუდამოდ შეირცხვენენ და დაიმკვიდრებენ თავს როგორც ამ ქალაქისთვის ცუდის გამკეთებლები,“- აღნიშნა ვაშაყმაძემ.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 3116-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის წინააღმდეგ გამოდის. მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს,
ამასთან, უსუფაშვილის აზრით, პარლამენტის საქმიანობის ქუთაისში გაგრძელება კარგი გადაწყვეტილება არ იქნება.
http://constitution.ge/-ზე მიმდინარე გამოკითხვაში ამ დროისათვის 3 250-მა მოქალაქემ მიიღო.
ფრაქცია 'საქართველოს პატრიოტების' წევრის ადა მარშანიას იმ განცხადებას, რომლის თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ,
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სულ მცირე მომავალი წლის ბოლომდე პარლამენტი რჩება ქუთაისში.
2019 წელს პარლამენტი სრული დატვირთვით თბილისში იმუშავებს.

ამინდი