Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიმდინარე წელს ხონში საავტომობილო გზების სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა

თარიღი : 26-10-2016, 20:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ერთად ხონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. იმერეთის გუბერნატორმა მონიტორინგის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული ობიექტები მოინახულა.

როგორც Topnews.com.ge-ს სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ხონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელდა საავტომობილო გზების სამშენებლო სამუშაოები, როგორც ქალაქში ასევე სოფლებშიც, მოწესრიგდა სანიაღვრე არხები, დამონტაჟდა გარე განათებები, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებს. ასევე, სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მოსახლეობის მოთხოვნით სოფლებში სხვადასხვა პროექტები განხორციელდა.

2016 წელს ხონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია რგფ და სტიქია - 2 350 097 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტით - 39 000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით- 481 563 ლარი.


ნანახია: 1333-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2016 წელს მუნიციპალიტეტში 20-ზე მეტი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა.
იმერეთის გუბერნატორმა საჩხერის სოფლებში აშენებული 3 ახალი საბავშვო ბაღი გახსნა და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
გივი ჭიჭინაძემ ხონის მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
იმერეთის გუბერნატორმა გამგებლებთან თათბირიც გამართა, სადაც რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან თემებზე
2016 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როგორც სახელმწიფო ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 960

ამინდი