შოთა მურღულია: როგორც ქალაქის მერს, ისე მოქალაქეს მინდა, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში
თარიღი : 26-10-2016, 18:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" არც ერთი დეპუტატი პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას მხარს არ დაუჭერს.
"როგორც ქალაქის მერს, ისე მოქალაქეს მინდა, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში. ამაში გასაკვირი ქუთაისის გადმოსახედიდან არაფერია. რაც შეეხება ამ თემების განხილვას, აქაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატები, სამივე აცხადებენ, რომ არც ერთი არ დაუჭერს მხარს პარლამენტის გადატანას თუ ეს საკითხი დაისმება. გავლილი გვაქვს ეს საკითხი. ჩვენს კანდიდატებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ თავიანთ გუნდში იმუშაონ და დაარწმუნონ სხვა ადამიანები ამბის მიზანშეწონილობაში ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის თემით მანიპულირებას ახდენენ. არ მგონია, რომელიმე იმ კანდიდატის აზრი რომელიც წარდგენილია, მმართველ გუნდში ვინმემ მოისმინოს," -განაცხადა მურღულიამ.
ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება მურღულიამ ქაალქის საკრებულოს 27-ე სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ხატია ბანძელაძე