ქუთაისის მერია საახალწლო დეკორაციების შეძენისთვის 50 000 ლარს დახარჯავს
თარიღი : 26-10-2016, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისი ახალ წელს ახალი საახალწლო დეკორაციებით შეხვდება, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე ესაუბრა. როგორც ბასილაძე აღნიშნავს, ახალი დეკორაციების შესაძენად ტენდერი 5 დღეში გამოცხადდება.
„გვინდა რომ საახალწლოდ ახალი დეკორაციები შევიძინოთ. ამისათვის ტენდერი 5 დღეში ჩატარდება. რაც შეეხება ძველ დეკორაციებს, 1 კვირაში გამოვაცხადებთ მოწყობა-დემონტაჟის სამუშაოებს. ახლის მონტაჟი კი 1 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს და 25-მდე უნდა დასრულდეს,“-განაცხადა ბასილაძემ.
ახალი დეკორაციების შეძენისა და მონტაჟებისთვის ქალაქის მერიამ 50 000 ლარი გამოყო.
ხატია ბანძელაძე