Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

12 ნოემბერს წყალტუბოში სახალხო დღესასწაული-'შემოდგომის წყალტუბო' გაიმართება

თარიღი : 25-10-2016, 21:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სახალხო დღესასწაულის ,,შემოდგომის წყალტუბოს’’ პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ახალაძემ დევნილი მოსახლეობის, სასტუმროების, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისა და გამგებლის წარმომადგენლებს სახალხო ზეიმის პროგრამის ფორმირებაში ჩართულობისკენ მოუწოდეს, აღინიშნა, რომ უკვე ტრადიციად დამკვიდრებული სახალხო დღესასწაული იქნება სანახაობრივად მრავალფეროვანი, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დატვირთული.

გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა რიმა მარგიანმა შეკრებილ აუდიტორიას გააცნო ყველა ის აქტიობა, რომლებიც 12 ნოემბერს დაგეგმილი ,,შემოდგომის წყალტუბოს’’ ფარგლებში განხორციელდება, მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯელეს ცალკეული ღონისძიებების გამართვის ლოკაციებზე, ისაუბრეს სახალხო დღესასწაულში მუნიციპალიტეტიში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლებისა და ჯგუფების მიერ წარსადგენ პროგრამებზე.


ნანახია: 1787-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"შემოდგომის წყალტუბო" 10:00 საათზე მირქმის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის აღვლენით დაიწყება.
საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge ღონისძიების პროგრამას გთავაზობთ:
სახალხო ზეიმის ტრადიცია წყალტუბოს მუნციპალიტეტში გასულ წელს ადგილობრივი თვითიმმართველობის ინიციატივით განახლდა. მსგავსი მასშტაბით
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ დღესასწაულის პროგრამას:

ამინდი