ქუთაისში, ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ამერიკელმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს
თარიღი : 24-10-2016, 16:14 | კატეგორია: ახალი ამბები

ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების"ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი ამერიკელი ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდა. სტუმრები რომლებიც საქართველოზე ფილმს ამზადებენ, თავშესაფარში არსებული გარემოთი დაინტერესდნენ და არსებულ პირობებს ადგილზე გაეცნენ. სტუმრებმა ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე ოპერაციები. "სპეციალური სერვისების" ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არსებულმა მდგომარეობამ ამერიკელი სტუმრების მოწონება დაიმსახურა.
