Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცესკომ 8 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

თარიღი : 24-10-2016, 10:50 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 8 ოქტომბრის პროპორციული არჩევნების და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის, ასევე ადგილობრივი შუალედური არჩევნების შედეგები შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის პროპორციული საარჩევო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, კერძოდ, ”ქართულმა ოცნებამ”, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” და ”პატრიოტთა ალიანსმა”.

”ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის შედეგები შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის პროპორციული საარჩევო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, კერძოდ: #5 ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 27.11%, რაც არის 27 მანდატი, #8 ”დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია” – 5.01%, რაც არის 6 მანდატი, #41 ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” – 48.68%, რაც არის 44 მანდატი”, - აღნიშნავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 8 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა და ყველა მათგანი წარმოდგენილი იყო ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მიერ.

”კერძოდ, #3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ზაზა ხუციშვილი, #4 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - მამუკა მდინარაძე, #5 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ნინო გოგუაძე, #14 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გიორგი ვოლსკი, #25 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ირაკლი შიოლაშვილი, #31 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - სავალან მირზოევი, #32 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გოდერძი ჩანქსელიანი, #33 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გოგი მეშველიანი, #34 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - კახაბერ ოქრიაშვილი, #35 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - რუსლან გაჯიევი, #38 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ზაქარია ქუცნაშვილი, #40 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გიორგი თოთლაძე, #45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გედევან ფოფხაძე, #45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ენზელ მკოიანი, #50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ელგუჯა გოცირიძე, #53 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - პაატა კვიჟინაძე, #54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გრიგოლ ლილუაშვილი, #55 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გრიგოლ მიქელაძე, #57 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ცოტნე ზურაბიანი, #58 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გოჩა ენუქიძე, #59 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - არჩილ თალაკვაძე, #62 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ოთარ დანელია და #73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ანზორ ბოლქვაძე”, - აცხადებენ ცესკოში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნობად მიიღო 8 ოქტომბერს გამართული საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები, რომელიც თბილისის, წალკის, ჭიათურის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში გაიმართა.

ipn.ge


ნანახია: 1747-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'რესპუბლიკურმა პარტიამ' სიის პირველი 20 წევრიც დაასახელა.
2016 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისი 3 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.
წარდგენა ქუთაისის მოსწავლე- ახალგაზრდობის პარკში გაიმართა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 3045 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 82,55 %-ს შეადგენს.

ამინდი