Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2017 წელს ხარაგაულში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სია

თარიღი : 23-10-2016, 22:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, ცვლილებები შევიდა. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მალხაზ ფხალაძის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმაში ცვლილება განაპირობა იმან, რომ უკვე 2016 წელს შესრულდა შემდეგ წელს განსახორციელებელი რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი. ამიტომ 2017 წლის სამოქმედო გეგმაში საჭირო გახდა რამდენიმე პრიორიტეტული პროექტის დამატება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი რეგიონული განვითარების ფონდს ინფრასტრუქტურულ პროექტებს დასაფინანსებლად უახლოეს მომავალში წარუდგენს.

აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესყიდვის მომზადება, რათა მზა პროექტებისათვის მოზიდულ იქნას შესაბამისი თანხები მოუნიციპალური განვითარების ფონდიდან და სხვა ფონდებიდან. დაზუსტებულ ინფორმაციას სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესახებ დამატებით გაცნობებთ.

სამოქმედო გეგმაში შემდეგი ათი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი:

ზვარის ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა(600 000 ლარი);

სოფელ ვახანის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია ( 2,4 კმ , 500 000 ლარი);

საღანძილე-ვანის დამაკავშირებელი 4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია (700 000 ლარი;)

მაქათუბნის საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ( 400 000 ლარი);

მოლითი-ნებოძირის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 800 მეტრი (200 000 ლარი);

სოფელ ნადაბურის საბავშვო ბაღის მშენებლობა (150 000 ლარი);

სოფელ წაქვის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (1,5 კმ, 300 000 ლარი)

სოფელ ლაშის, იგორეთის და კიცხის გზის რეაბილიტაცია(1,2 კმ, 300 000 ლარი);

სოფელ ვაშლევის გზის რეაბილიტაცია (1 კმ, 200 000 ლარი);

სოფელ ბორითის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია (250 000 ლარი).

NS


ნანახია: 1837-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯამში სამუშაოებზე 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
პროექტის მიმდინარეობის მესამე ეტაპზე ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.

ამინდი