თერჯოლაში ღვინის ფესტივალი გაიმართა
თარიღი : 23-10-2016, 22:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ღვინის ფესტივალი 2016“ გაიმართა. ფესტივალი მინი-ფეხბურთში სოფლებს შორის გამარჯვებული გუნდების ფინალური შეხვედრით დაიწყო. დაძაბულ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ ღვანკითისა და თერჯოლის გუნდები, გაიმარჯვა ღვანკითის გუნდმა ანგარიშით 3:2. გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სიგელები და ფულადი პრიზი.

ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეოთხედ გაიმართა. მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულს იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დაყენებული ღვინოების ჰქონდა წარმოადგენილი. სკვერში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მხატვრული კოლექტივები: ფოლკლორული ანსამბლი „იმერეთი“, ვაჟთა ვოკალური ჯგუფი „მასპინძელო“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმერეთი“, ქალთა ანსამბლი „იამე“. ფესტივალს უძღვებოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე.

სკვერში ასევე, წელს პირველად მოეწყო ტურიზმის კუთხე, სადაც სტუმრები გაეცვნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს-გეოგრაფიულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს.
გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ 7 ნომინაციაში გამოავლინა:
1.საუკეთესო ციცქა - ღვანკითი (ზურაბ გამეზარდაშვილი)
2.საუკეთესო შერეული ღვინო - ქ. თერჯოლა (კონსტანტინე ძოწენიძე)
3.საუკეთესო წითელი ღვინო - ბარდუბანი (მიხეილ გოცირიძე)
4.საუკეთესო ჭურის ღვინო - ნახშირღელე (რამაზ ნიკოლაძე)
5.საუკეთესო განსხვავებული ჯიშები - გოგნი (მამა იოანე რევიშვილი)
6.საუკეთესო ცოლიკაური - ძევრი (ალექსანდრე ბუცხრიკიძე)
7.საუკეთესო სოფელი (დეკორაცია,სამზარეულო) - თერჯოლა.
გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, ფულადი და სპეციალურად დაწესებული პრიზები.
ღვინის ფესტივალს ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებული თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, გამგებლის მოადგილეები თეიმურაზ ქოჩიაშვილი და ნუკრი სარდანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე, თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები. დღესასწაულს ასევე ესწრებოდა ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი შალამბერიძე.
აღნიშნული რაიონის 19–მა სოფელმა სხვადასხვა სახეობის ღვინო წარმოადგინა. ასევე, ქალაქის ცენტრში მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები. გამოიფინა რეწვის ნიმუშები და ადგილობრივმა ანსამბლებმა როგორც ქორეოგრაფიული ასევე, მუსკალური ნომრები შეასრულეს. ფესტივალის დასასრულს კი სპეციალურმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ღვინოები გამოავლინა.
თერჯოლაში გამართულ ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო. აღნიშნული ფესტივალი თერჯოლაში უკვე მეოთხე წელია იმართება.