Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პატრიარქი: მშობლებმა შვილები ხატით უნდა დალოცონ

თარიღი : 23-10-2016, 21:35 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხატის ძალაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ მშობლებმა თავიანთი შვილები ხატით უნდა დალოცონ.

"ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც ქმნა უფალმა, ეს არის ხატი, ხატის ძალა. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც არ ეკუთვნის მართლმადიდებელ ეკლესიას, უარყოფს ხატის თაყვანისცემას, მაგრამ მეშვიდე მსოფლიო კრებამ დაადგინა, რომ ხატი არის გამოსახულება იმ პირველი ადამიანისა, რომელიც არის გამოსახული ამ ხატზე. კურთხევის შემდეგ ხატს ეძლევა დიდი ძალა. ჩვენ რომ დავადგინეთ, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ თავიანთი შვილები, ხატით უნდა დალოცონ. ეს ხატი მუდამ მფარველი ძალა იქნება შვილისა", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

წირვაში, რომელიც პატრიარქმა აღავლინა, მონაწილეობა მიიღო ლიტვის მთავარეპისკოპოსმა ინოკენტიმ. პატრიარქმა დიდი სიხარული გამოთქვა, ლიტვის მთავარეპისკოპოსის სტუმრობასთან დაკავშირებით და მას მაცხოვრის ხატი უსახსოვრა.

ლიტვის მთავარეპისკოპოსმა, თავის მხრივ, საქართველოს ეკლესიას სამი წამებულის - ანტონიას, ანას და ესტაფიას ხატი უსახსოვრა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სტუმართმოყვარეობისა და იმ ძმობისთვის, რომელსაც მართლმადიდებლებს შორის უწყობს ხელს.

ambebi.ge


ნანახია: 1405-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ დღვანდელი ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.
ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს, რათა ჯვრის შემწეობითა
კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება, როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ და ერთად არიან, - ამის შესახებ
პატრიარქმა ისაუბრა მშობლის პატივისცემაზე და კიდევ ერთხელ გაიხსენა თავისი რჩევა, რომ შვილებმა ყოველდღიურად დალოცვა სთხოვონ და
უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა, შემდეგ

ამინდი