'ქუთაისის მერიას საპიარო 37-წამიანი კლიპი 83 000 ლარი დაუჯდა'
თარიღი : 21-10-2016, 16:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლები გია გოქაძე და თორნიკე ბარათაშვილი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ის 37 წამიანი კლიპი გააკრიტიკეს, რომელიც ქუთაისში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახავს. მათი თქმით, კლიპის მონტაჟი და გავრცელება 83000 ლარი დაჯდა, რაც მერისა და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ჯგუფის პიარს ემსახურებოდა.
"ჩვენ ვსაუბრობთ ბოლო თვეებში განხორციელებულ პიარ აქციაზე, რომელიც ჩაატარა ქუთაისის მერმა. ეს გახლავთ მისი პიროვნებისა და პოლიტიკური პარტიის პიარის ხელშემწყობი აქცია. კლიპში გადახდილი 83000 ლარი კი გახლავთ უპრეცენდენტო ფაქტი ქუთაისის იტორიაში. ქუთაისი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია ეკონომიკურად და მსგავსი თანხა არ უნდა იყოს დახარჯული კონკრეტული ადამიანების პიარში,"- განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლებმა უმოქმედობაში დაადანაშაულეს ქუთაისის საკრებულოს წევრებიც.
"კლიპი გავრცელდა15-დან 24 ოკტომბრის ჩათვლით. ამ კლიპით წინასაარჩევნოდ ყალბი ილუზიები შეუქმნეს ხალხს. პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქის მერს და საკრებულოს, რომლის პირდაპირი მოვალეობა არის ამ თანხების მონიტორინგი. საკრებულო და ქუთაისის მერი ბიუჯეტიდან ხალხის გადასახადებს ითვისებენ ქალაქის მერის პიარისთვის,"- განაცხადა გია გოქაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ქუთაისის რამდენიმე ქუჩის ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტოებიც წარუდგინეს.
თეონა ჯინჭველაშვილი