სოციალური სერვისების გაუმჯობესების თემაზე ორგანიზაციებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს
თარიღი : 20-10-2016, 19:00 | კატეგორია: ახალი ამბები

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ის პროექტის „სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ ფარგლებში, სამიზნე ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარების მხრივ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მრჩეველთა საბჭოს ინფორმაციის გაზიარების გარდა, ჩეხეთში განხორციელებული პროექტებისა და წარმატებული მაგალითების შესახებ ჩეხი ექსპერტის საუბარიც მოისმინეს.
გამოცდილების გაზიარების შეხვედრაში მონაწილეობას ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ ცენტრ „აფხაზეთთან“ ერთად იღებდა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარი“-ს ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია აცხადებს, მსგავსი შეხვედრები პროექტის წარმატებას ხელს უწყობს.
„დღეს ოთხი ჯგუფია წარმოდგენილი, ოთხივე მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროექტი ჩეხ ექსპერტთან ერთად. ერთმანეთს გამოცდილება გავუზიარეთ და სამომავლო გეგმების შესახებაც ვისაუბრეთ, მსგავს პროექტებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობას აქვს,"-აღნიშნა ბეჭვაიამ.
შეხვედრისა და პროექტის მნიშვნელობაზე პროექტის მენეჯერმა ნანა ყურაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები პროექტის უკეთ განხორციელებას ხელს უწყობს.
„ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში- გორში, ტყიბულში, ხონსა და ზუგდიდში მიმდინარეობს სოციალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე სოციალური სერვისების გაუმჯობესებას. ამ პროექტის ფარგლებში დღეს 4 სამიზნე ორგანიზაცია შეიკრიბა, რადგან ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ იმ მრჩეველთა საბჭოების საქმიანობის შესახებ, რომელიც ამ ოთხ მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა და რომლებიც გააუმჯობესებენ სოციალური სისტემის ფუნქციონირებას საქართველოს ადგილობრივ დონეზე,"- აღნიშნა ყურაშვილმა.
პროექტი, რომელიც მიზნად საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას ისახავს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ხატია ბანძელაძე