Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისში მტვერი დაახლოებით სამჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას'

თარიღი : 20-10-2016, 16:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპრეს ლაბორატორიამ იმერეთის რეგიონში გადმოინაცვლა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი პროექტის ფარგლებში, სააგენტოს სპეციალისტები ატმოსერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს, ასევე, მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან მოძრავი ექსპრეს ლაბორატორიის საშუალებით ამოწმებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბარგატია ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში ექსპრეს-ლაბორატორიის სამუშაო პროცესს დაესწრო.

"გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩავალთ. ყველგან ავიღებთ სინჯებს. დღეს ყველზე დიდი პრობლემა ჰაერში დაბინძურების კუთხით ეს არის მტვერი, მათ შორის ქუთაისშიც, რომელიც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას. სამწუხაროდ, მტვერი ქუთაისუსთვის ჯერ კიდევ პრობლემაა," - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

აღნიშნულ შეხვედრას ქუთისისს მერი შოთა მურღულიაც ესწრებოდა, რომელმაც გარემოს ეროვნული სააგენტოს პროექტი დადებითად შეაფასა.

"ქალაქის ცენტრში ხმაურის მაჩვენებელი შედერიბით მაღალია იმიტომ, რომ მაღალია აქტივობა. დანარჩენი პარამეტრების შედეგენი 10 დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. ჩვენ ვთანამშრომლობთ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან. ძალიან კარგია ის, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს დაკვირვება და ეს ყველაფერი დადებითად იმოქმედებს გარემოსა და ადამიანებზე,"-განაცხადა მურღულიამ.

თეონა ჯინჭველაშვილი


ნანახია: 2007-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრის მთავარ მიზანს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მაჩვენებლების, ასევე ელექტრო მაგნიტური გამოსხივების განსაზღვრა
ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა წერტილში გარემოს
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეების მასპინძლობას.
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
აღნიშნულზე გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაშია საუბარი.

ამინდი