Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შუქის ხშირი გათიშვით შეშინებული ქუთაისელები და გაზრდილი მოთხოვნა სანთელზე

თარიღი : 23-11-2013, 15:16 | კატეგორია: სტატიები   
topnews.com.ge
საპარლამენტო ქალაქად წოდებულ ქალაქში მაცხოვრებლები ხელმძღვანელი პირების რეკორდული სისწრაფით ცვლილების გარდა, კიდევ ერთ პრობლემას უჩივიან, რაც ქუთაისში შუქის ხშირ გათიშვას უკავშირდება. როგორც ირკვევა, შუქის გათიშვა მოსახლეობისათვის დისკომფორტის შექმნის გარდა, რიგი დაწესებულებების მუშაობასაც აფერხებს.
ქეთი მინდიაშვილი ბავშვთა კულტურულ-შემოქმედებითი განვითარების ცენტრის და მასთან არსებული საბავშვო ბაღი-სტუდია ,,ოცნებას" ხელმძღვანელია. სტუდიას ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ფართი ქირით აქვს აღებული. ქეთი მინდიაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან დღემდე შუქი ყოველდღიურად მიდის და საქმიანობას ვერ ახერხებს.
„სექტემბრიდან დღემდე რაც დენის გათიშვებია, მე ასეთი შაშიაშვილის დროში მახსოვს მხოლოდ. ფაქტიურად შეუძლებელია დაგეგმო გადაღების ჩაწერის დღე. მიმდინარე თვეში გადაღება მეოთხედ რომ დავგეგმეთ, გადაღებამდე 45 წუთით ადრე შუქი წავიდა. მაშინვე ქალაქის მერიაში დავრეკე თუმცა მიპასუხეს, რომ ენერგო კომპანია კერძო საკუთრებაა. ენერგოკომპანიაში დარეკვას კი საერთოდ არ აქვს აზრი. მაინც არავინ გიპასუხებს.ისევ თბილისს მივადექი და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე ოპერატორმა მიპასუხა. ოპერატორმა ქუთაისში გადმორეკა და აქედან უპასუხეს,რომ წყლის კომპანია აკეთებდა სარემონტო სამუშაოებს და ამ დროს ჩვენი კაბელი დაუზიანდათ. ეს პირველი შემთხვევა რომ იყოს გასაგებია, მაგრამ სექტემბრიდან დღემდე ლამის ყოველდღე რომ მიდის შუქი, სულ ეს პრობლემაა?,“ - ამბობს მინდიაშვილი.
ქეთი მინდიაშვილის თქმით, მის უკან ბავშვები და მისი მშობლები დგანან. ხოლო მშობლებს ბავშვის ღონისძიებისათვის მოწყობა გარკევეული თანხა უჯდებათ.
„მშობელს ბავშვი ზეიმზე გაპრიალებულ-გალამაზებული რომ ჰყავს მოყვანილი, ყველამ ვიცით, რომ მას ეს გარკვეული თანხა დაუჯდა. ჰოდა როგორ ვუთხრა, ახლა დენი წავიდა და ხვალ ისევ ასე მოწესრიგებული მოიყვანე ბავშვი-მეთქი. არც ,,დვიჟოკების" პრაკატია ქუთაისში სადმე.ეჭვიც კი დამებადა, შუქი განგებ ხომ არ გახადეს პრობლემა, რომ დვიჟოკების გაყიდვები წავიდეს? აღარ ვიცი მოკლედ ამ ზამთარში რა გვეშველება,“ - ამბობს ქეთი მინდიაშვილი.
მსგავსი დაწესებულებების მეპატრონეების გარდა, შუქის გათიშვის გამო უკმაყოფილებას მოსახლეობაც გამოთქვამს.
„შუქი ერთი ან ნახევარი საათით ითიშება ხოლმე. მიზეზს არავინ გვეუბნება. ამიტომ ვიცინით, რომ ძველ დროში დავბრუნდით,“ - ამბობენ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა #187-ში მაცხოვრებლები.
შუქის ხშირი გათიშვის გამო, ქუთაისში არსებულ მაღაზიებში სანთელზე მოთხოვნა გაიზარდა. უშუქობის გამო კი თავად მაღაზიებს უწევთ სანთლის შუქზე ვაჭრობა. უშუქობის გამო ენერგკომპანიაზე გაბრაზებული აბონეტები კი ამ უკანასკნელს სანთლის შუქზე ვახშმობისათვის მადლობას სოციალური ქსელის მეშვეობით უხდიან.
„ენერგო პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება აღარ ხდება და შუქის გათიშვის მხოლოდ ორი მიზეზი არსებობს: ავარია და დაგეგმილი პროფიაქტიკური სამუშაოები.
„მაგალითად, მიმდინარე კვირაში ძლიერი ქარის გამო ბევრი ავარია იყო და ყველა ძალა იყო მობილიზებული იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის შუქის მიწოდება დროულად მომხდარიყო. დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების დროს კი შუქის გათიშვა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არის აუცილებელი. ამ დროს მოსახლეობის გაფრთხილება ხდება. შუქის გათიშვის სხვა მიზეზი არ არსებობს, რადგან ქვეყანაში ელექტროენერგია საკმარისი რაოდენობით გამომუშავდება,“ - ამბობს კომპანიის პრესსამსახური თეონა გეგუჩაძე.


ნანახია: 2538-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც კომპანიის ხელმძვანელი ამბერკი დვალიშვილი Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, მესამე დღეა კომპანიას ელექტროენერგია არ
ქუთაისის გივი კილაძის სახელობის ტორპედოს მოედანზე საფეხბურთო მატჩის დროს შუქი გაითიშა.
დიდთვოლობის გამო, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს
ზესტაფონში, ფეროშენადნობი ქარხნის მუშაობა დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გაჩერებული იყო.
იმერეთის რეგიონში შუქის მორიგი გათიშვის შესახებ განცხადება ვრცელდება.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დაახლოებით 6700 აბონენტს

ამინდი