Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში № 1 საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება

თარიღი : 20-10-2016, 14:19 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე ტყიბულის № 1 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა და პედაგოგებსა და ბაღის აღსაზრდელთა მშობლებს შეხვდა.

როგორც გამგებელმა მათთან საუბარში განაცხადა, ბაღის რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჩასმულია მომავალი წლის ბიუჯეტში.

პროექტით გათავლისწინებულია ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 783 000 ლარს. რეაბილიტაციის პროცესში განსაზღვრულია შიდა ინტერიერის ცვლილება, გათბობა, ვენტილაცია, ატრაქციონების მონტაჟი, ეზოს კეთილმოწყობა.

100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი, ახალ სასწავლო წელს სავარაუდოდ ახალი შენობით შეხვდება.

NS


ნანახია: 1284-ჯერ

მსგავსი სიახლეები
4 ჯგუფზე გათვლილი ბაღის აღდგენის პროცესი ზაფხულში დაიწყება.
მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღის 52 სააღმზრდელო ჯგუფში ჩარიცხულია 2-დან 6 წლამდე ასაკის 1400 ბავშვი.
ქუთაისში 31-ე ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამინდი