Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება

თარიღი : 20-10-2016, 10:42 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ყოველი მეათე ადამიანი c ჰეპატიტითაა დაავადებული. ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება, ინფექციის გავრცელების ძირითად წყაროს კი არასტერილური სტომატოლოგიური ინსტრუმენტები, ნარკოდამოკიდებული პირები, ნარკოტიკები, ასევე კოსმეტოლოგიური კაბინეტები წარმოადგენენ.

ქუთაისში არსებულ იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრში ამაჟამად დიაგნოსტიკის პროცესში 400 ადამიანზე მეტია და როგორც მედიცინის ცენტრში განაცხადეს, 160-მდე ადამიანს უახლეს მომავალში ელოდებიან. TOPNEWS.COM.GE ინფექციონისტ-ალერგოლოგს, მედიცინის დოქტორ დარეჯან ხაჭაპურიძეს ესაუბრა. როგორც ექიმმა აღნიშნა, C ჰეპატიტი უდიდესი პრობლემაა და მოსახლეობას დიდი სირთხილე მართებს.

"საზოგადოებას ვურჩევ ყველამ სერიოზულად მიხედოს ჯანმრთელობას. ხშირად მკურნალობა ძალიან კარგად მიმდინარეობს, მაგრამ სტომატოლოგიური ინსტრუმენტებით ასევე პედიკურით, მანიკიურით ვრცელდება ინფექცია და ეს დიდი პრობლემაა. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. განსაკუთრებული სიბრთილე მართებთ სამედიცინო პერსონალსაც და მათ ხელთათმანის გარეშე არ უნდა იმუშაონ,"- განაცხადა დარეჯან ხაჭაპურიძემ.

ექიმმა ისიც აღნიშნა, რომ თუ c ვირუსით დაავადებული პაციენტი დროულად არ იმკურნალებს, ვირუსი დაახლოებით 7-10 წელში ცეროზში ან ღვიძლის კიბოში გადაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ამუშავდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც უფასო სკრინინგს – დაავადების გამოვლენას მოიცავს. მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. პროგრამაში ასევე შედის C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობა უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებით, კერძოდ: ა) სოფოსბუვირი/ჰარვონი; ბ) პეგილირებული ინტერფერონი და გ) რიბავირინი. რაც შეეხება პროგრამაში რეგისტრაციისთვის საჭირო სამედიცინო კვლევებს, ის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 70%-ით ფინანსდება.

თეონა ჯინჭველაშვილი


ნანახია: 1839-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მონაწილე მობილური ჯგუფის
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ
მსგავსი უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს მთელს ვანის მუნიციპალიტეტს.
ქუთაისში სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში სემინარი გაიმართა.

ამინდი