Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ქონებრივი დეკლარაცია

თარიღი : 19-10-2016, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს. ამჯერადქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ბექა ყანჩელის მიერ 28 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.

ყანჩელს დედა, მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.

დეკლარაციის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის საკუთრებას ქუთაისში მდებარე 35 კვ.მეტრის ფართობის მქონე ავტოფარეხი წარმოადგენს, ხოლო მეუღლის 100%- იან საკუთრებაში, ჭავჭავაძეზე მდებარე, 99კვ.მ. ფართობის მქონე ბინაა. მეუღლე ასევე, 51 კვ.მ. ფართობის მქონე არასაცხოვრებელი ფართის 24,51%-იანი წილის მფლობელია.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ერთი წლის განმავლობაში, სამეწარმეო საქმიანობიდან ბექა ყანჩელს 13430 ლარი აქვს მიღებული, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შესრულებისათვის ერთი წლის განმავლობაში 48867 ლარი მიიღო. ამავე დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ბექა ყანჩელს ქველმოქმედების სახით 23260 ლარი აქვს დახარჯული.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ბექა ყანჩელი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და ერთი წლის განმავლობაში არ მიუღია საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება.


ნანახია: 2685-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს.
ქელბაქიანს ორი მსუბუქი ავტომობილი, Toyota rav4 და mercedes ML ჰყავს
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს. ამჯერად ქუთაისის ვიცე-მერის,
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციის წარმოდგენას აგრძელებს.

ამინდი