ხონში გამწვანების აქცია გრძელდება
თარიღი : 19-10-2016, 13:05 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ხონის მუნიციპალიტეტში საშემოდგომო გამწვანების აქციები გრძელდება. ამჯერად დეკორატიული მცენარეები საბავშვო ბიბლიოთეკის მიმდებარედ დარგეს. ნერგები განგეობას საჩუქრად არასამთავრობო ორგანიზაცია "ბედნიერი ქალების" ხელმძღვანელმა ირინე ბალავაძემ გადმოსცა. მცენარეების დარგვის პროცესში კომუნალური სერვის-ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, საჯარო მოხელეებიც მონაწილეობდნენ.