დასაფლავების ნებართვის საფასურის შემცირების მოთხოვნით ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება იწყება
თარიღი : 23-11-2013, 13:09 | კატეგორია: პოლიტიკა

პარტია “თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლობა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. პარტიის რაიონული ორგანზიაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, ისინი ხელმოწერების შეგროვებას, წყლის ტარიფის შემცირების, დასუფთავების მოსაკრებელის განახევრების , დასაფლავების ნებართვის საფასურის შემცირებასა და მცირე ბიზნესის წახალისების მოთხოვნით იწყებენ.
„ხელმოწრების შეგროვების შემდეგ მივმართავთ საკრებულოს, რათა მოხდეს ჩვენს მიერ ინიცირებული ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა. ასევე აუცილებელია მცირე ბიზნესმენებს, რომლებსაც სურთ ქალაქში მცირე საწარმო გახსნან ადგილობრივმა თვითმმართველობამ ხელი შეუწყოს,“- განაცხადა გოგი წულაიამ.