Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლმა მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა

თარიღი : 18-10-2016, 18:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ტაბიძის #2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს. დემონტაჟის პროცესს "გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ეხმიანება. როგორც ცამციშვილი ამბობს, მას აინტერესებს არის თუ არა ინფორმირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტო მიმდინარე დემონტაჟის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის უფროსს როლანდ ისაკაძეს ესაუბრა. მისი თქმით, დემონტაჟი გადაუდებელ სამუშაოებში გატარდა, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კერძო მესაკუთრეს კანონი არ დაურღვევია.

„შენობის აივანი ჩამოინგრა, რამაც საფრთხე გზასა და მოსახლეობას შეუქმნა. დემონტაჟის პროექტი უნდა წარმოდგენილიყო, თუმცა რადგან ეს ფაქტი დაფიქსირდა, აივნის დემონტაჟი გადაუდებელ სამუშაოებში გატარდა. პროექტის წარმოდგენას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება, გზას კი ამდენი ხნით ვერავინ დააკავებდა. ამ დროის მონაცემებით, ნანგრევებმა გზა ჩახერგა, დემონტაჟის შემდეგ აივანს ღირებული რაც ჰქონდა, იმ დეტალებს კერძო მესაკუთრე შეინახავსს და როდესაც პროექტს წარმოადგენს, შენობას საჭიროებისამებრ აღადგენს. ქუთაისში 260-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელთაც კერძო მესაკუთრე ჰყავს, რომლებმაც ზუსტად იციან რა ევალებათ და რა ეკრძალებათ,“- განაცხადა ისაკაძემ.

ცნობისთვის, ტაბიძის #2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია.


ნანახია: 2068-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა
ძეგლების განმეორებითი აღწერის შემდეგ გამორიცხული არ არის რამდენიმე ათეულმა ობიექტმა ძეგლის სტატუსი დაკარგოს.
ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხის ბაზაში ქალაქის ტერიტორიაზე ამჟამად 274 ობიექტია. მათი უმეტესი ნაწილი კერძო, ხოლო
გადაწყვეტილება ამის შესახებ იუნესკოს არამატერიალური კულტურული კომიტეტის მეთერთმეტე სესიაზე მიიღეს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და უნივერსიტეტების მოსწავლეთათვის

ამინდი