Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჭიათურის სხვადასხვა ნაწილში 'ქართული ოცნების' მხარდამჭერები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სახლებში აკითხავენ'

თარიღი : 18-10-2016, 17:26 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი NDI-ს გრძელვადიანი და ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ჭიათურაში არჩევნების პირველი ტურის შეფასებას და წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებს შეეხო.

თეიმურაზ გაფრინდაშვილმა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ვითარების შესახებ, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ჭიათურის მუნიციპალიტეტშია. კერძოდ, ჭიათურის სხვადასხვა ნაწილში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სახლებში აკითხავენ და მმართველი ძალის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური შემწეობების მოხსნით ემუქრებიან.

„ჭიათურის ყველა სოფელში მსგავსი მდგომარეობაა. ჩემთან ყოველდღიურად მოდიან ადამიანები, რომლებიც მმართველი ძალის წარმომადგენლების ან მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან დაშინებაზე საუბრობენ. ვფიქრობ, რომ კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გამგებლის თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა, არჩევნებში გასამარჯვებლად საკუთარ მოქალაქეებთან დაშინების და მუქარის ტონით საუბარი არ უნდა სჭირდებოდეს. მე მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს, რომ შეწყვიტონ მსგავსი მეთოდების გამოყენება და საკუთარი, შეჭირვებული მოქალაქეების დაშინების ხარჯზე ნუ ეცდებიან არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას, რადგან ამგვარი მეთოდები თვითონ „ქართული ოცნების“ იმიჯს სერიოზულად ლახავს. არ მინდა დავიჯერო, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის სათავეში მსგავს მეთოდებთან ბრძოლის დაპირებით მოვიდა, ამგვარ მეთოდებს თავად იყენებს. როდესაც მოქალაქეთა დაშინებაზე ვსაუბრობ, კონკრეტული მტკიცებულებები გამაჩნია,“ - აცხადებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი.


ნანახია: 2149-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი 'ქართული ოცნების' ჭიათურის მაჟორიტარი
"საბავშვო ბაღის პედაგოგებს თვითონ მაჟორიტარობის კანდიდატი, სულხან მახათაძე დაემუქრა, სამსახურებს დაკარგავთ მანდაეთში არჩევნები
თეიმურაზ გაფრინდაშვილი არჩევნების მეორე ტურში 'ქართული ოცნების' კანდიდატს, სულხან მახათაძეს უპირისპირდება.
'ვრჩები საარჩევნო რეჟიმში და ვაგრძელებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას. მე და ჩემს მხარდამჭერებს ჭორები ვერ შეგვაშინებს,' -
აშინებენ ყველას-სოციალურად დაუცველებს თუ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს
თეიმურაზ გაფრინდაშვილი თვლის, რომ ამგვარად მას, როგორც ძლიერ კანდიდატს ებრძვიან.

ამინდი