Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საერთო საცხოვრებელი წერეთლის სტუდენტებისთვის

თარიღი : 18-10-2016, 16:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით ამ დროისათვის 15 სტუდენტი სარგებლობს. საერთო საცხოვრებელი, სადაც სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული, სოციალურად დაუცველი სტუდენტები განთავსდებიან, სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით მოეწყო. საერთო საცხოვრებელში მოსახვედრად აუცილებელ პირობას სტუდენტის მიერ მინიმუმ 70 ქულის ფლობა წარმოადგენს.

"შენობა კეთილმოწყობილია. ამ ფართს ჩვენ ვიყენებთ, როგორც სტუდენტებისთვის საცხოვრებლად, ასევე სხვა სტუდენტური პროექტების განსახორციელებლად და უცხოელი სტუმრების მისაღებად. ამ ეტაპზე გაკეთებულია 2 სართული და ნულოვანი სართული, სადაც განთავსებულია სააბაზანოები, გაზქურები, სარეცხი მანქანები და მიმდინარეობს მესამე და მეოთხე სართულების გაკეთებაც. უნივერსიტეტი ცდილობს წაახალისოს სტუდენტების სწავლა," – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კუპატაძემ.

საცხოვრებელში სტუდენტები მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან შესახლდნენ. როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კუპატაძემ განაცხადა, ნებისმიერ სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სამ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, საშუალება ექნება საცხოვრებელში იცხოვროს.

ცნობისთვის, სტუდენტებმა საცხოვრებელში ცხოვრების გაგრძელებისათვის, ყოველ წელს ახლიდან უნდა წარადგინონ სოციალურად დაუცველის მოწმობა.


ნანახია: 1591-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საერთო საცხოვრებელში ამ დროისათვის არსებულ ვითარებას და დაგეგმილ სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერის მინისტრის პირველი მოადგილე
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საერთო საცხოვრებელში ბუნებრივი აირის ბალონის აფეთქებას მოჰყვა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 11 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. მათ შორისაა როგორც აქტიური, ასევე
ტრენინგს სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდინარე ,,სტუდენტური დღეები 2013''
„სტუდენტური დღეების“ ეგიდით ჩატარებული სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ თუ ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვებულებს სერთიფიკატები და

ამინდი