ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი სასამართლოს მიმართავს
თარიღი : 23-11-2013, 13:06 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორს ხატია ვედმედევას სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ვედმედევა საინფირმაციო სააგენტო „ქუთაისითუდეის“ დამფუძნებლის, სერგო ჩივაძისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
ოპერის თეატრის დირექტორმა ხატია ვედმედევამ სასამართლოსთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაახლოებით ორი დღის წინ, ქუთაისში, კაფე „ჯაზარტეში“ მომხდარი ინცინდენტი სერგო ჩივაძემ მის სახელს დაუკავშირა. ინცინდენტი ჩივაძესა და ტელეკომპანია „ქუთაისის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ შოთა ჩიქოვანს შორის მოხდა. სერგო ჩივაძემ განაცხადა, რომ მასზე თავდასხმა, ქუთაისის ოპერის თეატრის გენარალური დირექტორის ხატია ვედმედევას სახელს უკავშირდება.
„ჩივაძე აქამდეც წერდა კომენტარებს, მაგრამ არ ვპასუხობდი. ჩვენ ოპერის გასაცოცხლებლად ვშრომობთ და ასეთი ქაჯობისთვის არ გვცალია. ჩემთვის ეს არის მორალური ტრავმა და მე არ დავუშვებ ჩემი, თეატრის და ჩემი თანამშრომლების სახელი შებღალონ. ჩივაძეს თუ ის აღიზიანებს, რომ ოპერა გამოვაცოცხლეთ და ჩვენთან ბევრი ახალგაზრდა მოდის, ეს მისი პრობლემაა,“ - ამბობს ხატია.
კაფე „ჯაზარტეში“ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სხეულის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. ხატია ვედმედევას ადვოკატი კი სასამართლოსთვის მიმართვას უახლოეს დღეებში გეგმავს.