Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭავჭავაძის ბაზრის მოვაჭრეები აჯანყებით იმუქრებიან

თარიღი : 17-10-2016, 11:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სეზონის ცვლილებას თან ახლავს, ბაზარზე არსებულ პროდუქტებზე ფასების ცვლილებაც. როგრცTOPNEWS.COM.GE–ს ჭავჭავაძის ბაზრობის მოვაჭრებმა განუცხადეს, ფასები პროდუქტთა უმეტესობაზე არ გაზრდილა, თუმცა განსაკუთრებით მოიმატა შაქრის ღირებულებამ. მათი თქმით, 1 ტომარა შაქრის ღირებულება 90 ლარიდან 115-120 ლარამდე, ხოლო ერთი კილო შაქრის ღირებულება 1,80 ლარიდან 2,50 ლარამდე გაიზარდა.

ჭავჭავაძის მოვაჭრეებს არათანაბარ პირობებში უწევთ ვაჭრობა. კახა გიორგაძის კუთვნილებაში არსებული ბაზრის მოვაჭრეები, გარე ვაჭრობის გაუქმებას ითხოვენ. მათი განცხადებით, გარე მოვაჭრეები კონკურენციას უწევენ, რის გამოც მათ კლიენტები არ ჰყავთ. მათივე თქმით, ისინი დღეში 5 ლარს იხდიან მათ მიერ დაკავებულ 1 მეტრ ადგილში, მაშინ როცა გარე მოვაჭრეებს არანაირი გადასახადი არ ეკისრებათ

" ჩვენი ბაზრის დირექტორი, კახა გიორგაძე, დაგვპირდა, რომ არჩევნების შემდეგ მთელს ტერიტორიას შეისყიდიდა და გარე მოვაჭრეები აღარ იქნებოდნენ. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ ავჯანყდებით," – განაცხადა ერთ–ერთმა მოვაჭრემ.

მდგომარეობა ერთნაირია ქუთაისში არსებულ ყველა ბაზარში, მოვაჭრეები ერთხმად აღიარებენ, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ნაკლები კლიენტი ჰყავთ.

"ხალხს არ აქვს საშუალება, ისინი პროდუქტს ცალობით ყიდულობენ, 2კარტოფილს, 2 ხახვს და ზოგი სიძვირის გამო უარსაც კი ამბობს ზოგიერთი პროდუქტის ყიდვაზე," – განაცხადა მოვაჭრემ.
ლარის გაუფასურების გამო გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები, მძიმე სოციალურ ფონს ქმნის ქვეყანაში, თუმცა მოვაჭრეებს უკეთესი მომავლის იმედი აქვთ.


ნანახია: 2186-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოვაჭრეები ქალაქის მერთან შეხვედრა სურთ, რათა მურღულიასგან მიიღონ პირობა, რომ გარე ვაჭრობა აიკრძალება.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობაა, რის გამოც მომხმარებელი ბაზარში აღარ შედის.
ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებული მოვაჭრეები პროდუქტების ფასების ზრდასა და მყიდველთა რიცხვის შემცირებას უჩივიან.
ისინი გარე მოვაჭრეების აღნიშნული ობიექტის ტერიტორიიდან გაყვანას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, პროდუქტზე ფასის ზრდაც სწორედ დეფიციტმა გამოწვია.

ამინდი