Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში საწვავი გაძვირდა

თარიღი : 16-10-2016, 19:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში დღეიდან საწვავი გაძვირდა. ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით 4-6 თეთრით მოიმატა.

საწვავის გაძვირებას “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ორი ძირითადი ფაქტორით ხსნის. ესენია – ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მატება და ლარის გაუფასურება.

“ოპეკ-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ, ამ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ნავთობის ფასის ზრდა იყო, ოპეკ-ის არაწევრი მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყნებიც, მაგალითად რუსეთიც შეურთდა.

შედეგად მნიშვნელოვნად მოიმატა ნავთობპროდუქტების ფასმა საერთაშორისო ბაზარზე. ამას დაემატა, რომ ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და რადგან დღეს, ორივე ეს ფაქტორი ნეიტრალურ დიაპაზონშია, საწვავის ფასის მატება გარდაუვალი იყო,”- აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა საწვავი ცოტა გვიან გააძვირა, რადგან გარკვეული მარაგი ჰქონდათ. რაც შეეხება არაბრენდირებულ სადგურებს, იქ უკვე დაახლოებით 10 დღეა, რაც ფასებმა იმატა. ცვლილება ამ სადგურებზეც ძირითადად 3-დან 6 თეთრამდეა.

“ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა თუ როგორ შეიცვალა ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე.

აღსანიშნავია, რომ “სოკარისა” და “ლუკოილის” ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი არ შეცვლილა. ხოლო “ვისოლის”, “რომპეტროლისა” და “გალფის” სადგურებზე საწვავის ფასმა დაახლოებით, 5-6 თეთრით მოიმატა.


ნანახია: 1767-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის თქმით, ზოგიერთ ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის
ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის მატება უკავშირდებოდა აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგის შემცირებას. 2017 წლის იანვრის შემდეგ აშშ-ში
საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილება და ლარის კურსი თუ იმავე დონეზე დარჩა.
ერთი ბარელი 55 დოლარს გადასცდა. ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია. ადგილობრივ ბაზარზე საწვავი 15 თეთრით უკვე გაძვირდა და როგორც

ამინდი