Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჭიათურაში აპირებს ჩამოსვლას ირაკლი ალასანიაც'

თარიღი : 14-10-2016, 17:59 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე ჭიათურაში იმყოფებოდა. კეკენაძის განცხადებით, ჭიათურაში მისი სტუმრობის მიზანს „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, თეიმურაზ გაფრინდაშვილისათვის პიროვნული და პარტიული მხარდაჭერის გამოხატვა წარმოადგენდა.

„მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ ჩვენს კანდიდატს თეიმურაზ გაფრინდაშვილს სრული პიროვნული და პარტიული მხარდაჭერა გამოვუცხადო. ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჭიათურაში აპირებს ჩამოსვლას ირაკლი ალასანიაც, რომელიც რჩება ჩვენი პარტიის თავმჯდომარედ,“ - ამბობს თამარ კეკენაძე.

ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატის თეიმურაზ გაფრინდაშვილის განცხადებით, მეორე ტურისათვის ის აქტიურ საარჩევნო კამპანიას იწყებს.

„მე ვერ ვუღალატებ ჭიათურას, ვერ ვუღალატებ ჭიათურელებს, ამიტომ მეორე ტურისთვის ვაპირებ აქტიურად მომზადებას და ვაპირებ გამარჯვებას უკეთესი ჭიათურისათვის,“ - განაცხადა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, თეიმურაზ გაფრინდაშვილი არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატს, სულხან მახათაძეს უპირისპირდება.


ნანახია: 3353-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატმა თეიმურაზ გაფრინდაშვილმა პარტიის საარჩევნო შტაბში საგანგებო განცხადება
'თავისუფალი დემოკრატების' ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი 'ქართული ოცნების' ჭიათურის მაჟორიტარი
სულხან მახათაძე ჭიათურაში 'თავისუფალი დემოკრატების' კანდიდატს, თეიმურაზ გაფრინდაშვილს უპირისპირდება.
ჭიათურაში 'ქართული ოცნების' მხარდამჭერი ლელა ცერცვაძე 'თავისუფალი დემოკრატების' მაჟორიტარობის კანდიდატს, თეიმურაზ გაფრინდაშვილს
თეიმურაზ გაფრინდაშვილი თვლის, რომ ამგვარად მას, როგორც ძლიერ კანდიდატს ებრძვიან.
მიროტაძის განცხადებით, გაფრინდაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერის სანაცვლოდ თანხა გადაუხადა.

ამინდი